51კვ.მ მიწა ივანიშვილითან დაახლოებული ოჯახისთვის - მერიამ სარეკრიაციო ზონაში მდებარე ფართი "ქართუს" დირექტორის დედას გადასცა
პოლიტიკა - 21:40, 26 Feb, 2019     1094
ათასობით კვადრატული მეტრი ფართობი თბილისის რეკრიაციულ ზონაში ბიძინა ივანიშვილის ფონდ ქართუს დირექტორის ოჯახს იჯარით გადაეცა.

მერიის მიერ გამოცხადებულ აუქციონში რამდენიმე თვის წინ დაფუძნებულ კომპანიას არც კონკურენტი ჰყავდა და დედაქალაქის მთავრობას არც განსაკუთრებული პირობები დაუდგენია.

ოფიციალურად დოკუმენტებში ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირის - ფონდი ქართუს დირექტორის, ნიკოლოზ ჩხეტიანის, დედა ფიგურირებს.

სწორედ მალვინა მაჩაბელია ახლადდაფუძნებული კომპანია ივაგანის 45-პროცენტიანი წილის მფლობელი, რომელმაც თბილისის მერიისგან 51 ათასი კვადრატული მეტრი მიწა თბილისში დიღმის ჭალებში 10-წლიანი იჯარით მიიღო. თუმცა, თავად მალვინა მაჩაბელი აცხადებს, რომ მან არ იცის, რა კომპანიაზეა საუბარი და რა მიწის ნაკვეთი გადაეცა აღნიშნულ კომპანიას.

ტერიტორიაზე, სადაც ივანიშვილის გარემოცვამ იჯარით ხუთი ჰექტარი მიწა აიღო, თბილისის განვითარების გენერალური გეგმის მიხედვით, ხელოსნების ქალაქი უნდა გაშენდეს.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ აუქციონის ერთადერთი მონაწილე და გამარჯვებული ნიკოლოზ ჩხეტიანის კომპანია შემთხვევით ვერ გახდებოდა.

ამის საფუძველს მათ ის მაგალითები აძლევთ, როდესაც განსაკუთრებული და გამარტივებული პირობები თბილისში იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიძინა ივანიშვილის ან მისი გარემოცვის ინტერესები ჩნდება, მომენტალურად იქმნება. ასე მოხდა ნიკოლოზ ჩხეტიანის შემთხვევაშიც.

ჩხეტიანს ინტერესები კიდევ ერთ შპს-ში უჩნდება. ოფიციალური მონაცემებით, ის არაერთი კომპანიის მფლობელი და ბიძინა ივანიშვილის განსაკუთრებული ნდობით აღჭურვილი პირია.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ მიწა ჩხეტიანის დედის კომპანიამ რეკრიაციულ ზონაში იჯარით აუქციონის შედეგად მიიღო, თუმცა, თბილისის ვიცე-მერი დღეს ამტკიცებდა, რომ ვინ დგას რეალურად ამ კომპანიის უკან, ამის შესახებ პრაქტიკულად კურიერისგან შეიტყო.

წყარო: რუსთავი 2





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42