„ქართული ოცნებიდან“ ხმაურით წასული ბესელია ამბობს, რომ ზარდიაშვილს პასუხის ღირსადაც არ თვლის, რომელიც მოსამართლე ზაზა მეიშვილთან და ნონა წოწორიასთან ეკა ბესელიას კავშირების თაობაზე აკეთებს განცხადებას.
"ტრაგიკომიკურია, რომ "ქართული ოცნების" სახელით დღეს ადეიშვილის ხელის ბიჭი - ვანო ზარდიაშვილი საუბრობს. ვწუხვარ და ვუსამძიმრებ იმ პრტიას, რომელიც ჩემთვის არ არის სულერთი, რომ ზარდიაშვილის ტიპის ყოფილი ზონდერები საუბრობენ "ქართული ოცნების" სახელით. რას ილაპარაკებს ზარდიაშვილი საერთოდ არ მაინტერესებს. ის არ არის იმ წონით კატეგორიაში, რომელსაც მე უნდა ვუპასუხო. ის ხელის ბიჭი იყო ყოველთვის და ასეთად დარჩა დღესაც. გუშინ "ნაციონალური მოძრაობის" ხელის ბიჭი იყო და დღეს მათი ნარჩენების ხელის ბიჭია. მე ის ვაიძულე, რომ დისტანცირებული ყოფილიყო იმ პროცესებისგან, რომელშიც მას დიდი სურვილი ჰქონდა, რომ ოჯახური ბიზნესი აეწყო, ეს სასამართლოა.
ასეთი კატეგორიის ადამიანები "ნაციონალურმა მოძრაობამაც" კი არ იგუა თავის რიგებში და ეგ არის უბედურება, რომ დღეს პარლამენტის წევრის სახელით საუბრობს. ეს ადამიანი ყოველთვის იყო ყველა შავი საქმის შემსრულებელი "ნაციონალური მოძრაობის" დროს. მე მას არ ვღებულობდი, არ ვიგუე, არ ვაკარებდი არაფერს, მაგრამ ვიცოდი, რომ ის იყო პირდაპირი დავალებების შემსრულებებლი და "შპარგალკების" მიმტან-მომტანი მისი მეგობარი მოსამართლეების ხელში.
14 წელია ზაზა მეიშვილთან კომუნიკაციაც კი არ მქონია, სამწუხაროდ. არც ერთი და არც მეორე დღეს სისტემაში არ არის და ამაზე სერიოზულ კომენტარს მე არ ვაპირებ.
ძალიან ბევრი რამის შემსწრე ვარ მე პირადად. არ ვურჩევ, რომ სერიოზულად დავაპირო კომენტარების გაკეთება, თორემ ძალიან მძიმე პასუხების გაცემა მოუწევს. ვის დავალებებსაც ასრულებდა ზარდიაშვილი თავის დროზე, მე იმის პატრონებს ვეომებოდი. ვის დაკარგვია ზარდიაშვილი, "- განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






