„მე მგონი ყველაფერი ამ ეტაპზე გარკვეულია. ეს ბანკი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორიც იყო აქამდე,“ - აცხადებს ფხაკაძე.
ფხაკაძის შეფასებით, „თიბისისთან“ დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია და ის დარწმუნებულია, რომ ბანკი მომავალშიც წარმატებული იქნება.
„ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმოდა და არ ესმის, რომ ეს არის საკმაოდ მსხვილი სისტემური ბანკი და მისი სტაბილურობა ზოგადად დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემის სტაბილურობაზე და რა შეპირებაც მივიღეთ, ესეც განხორციელდა და TBC ბანკთან დაკავშირებით, მე მგონი, ყველაფერი ამ ეტაპზე გარკვეული არის, ეს ბანკი ისევე წარმატებული იქნება, როგორიც იყო აქამდე და გააგრძელებს ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში,“- განაცხადა საქართველოს ბიზნესასოციაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, სოსო ფხაკაძემ.
ფხაკაძე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ივანიშვილისგან მორიგი თავდასხმის ობიექტი შესაძლოა, სწორედ ის იყოს.
„ჩვენ ყოველთვის გვაქვს ძალიან ისტორიული, მშვიდი პასუხი ასეთ შეკითხვაზე, რომ ეს არის ჩვეულებრივი ჭორი და ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას და ფუნქციონირებას,“- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






