კომიტეტის სხდომაზე დღეს ასევე მივიდა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძეც, რომელმაც სხდომის დახურვა მოითხოვა და განაცხადა, რომ ღიაობა შესაძლოა დამაზიანებელი აღმოჩნდეს საბანკო სექტორისთვის.
აღნიშნულს პროტესტი მოჰყვა და შედეგად კომიტეტის სხდომა დაწყებამდე დასრულდა. მოგვიანებით კი მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდიანრეობს ორკესტრირებული შეტევა.
„ნიუპოსტი“ საკითხის შესაფასებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ გამგეობის თავმჯდომარეს გიორგი კეპულაძეს დაუკავშირდა. კეპულაძის განცხადებით, მნიშვნელოვანი იყო დღეს კომიტეტის სხდომის იმ ფორმით ჩატარება რა ფორმითაც იყო დაგეგმილი, რადგან გარკვეულ კითხვებს გასცემოდა პასუხი.
„ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა დღევანდელი საკომიტეტო მოსმენა, ის რომ ჩატარებულიყო ისე, როგორც იყო დაგეგმილი, ჩვენ ალბათ იშვიათად გვინახავს კომერციული ბანკების წარმომადგენლები, რომლებიც მზად არიან ღიად ისაუბრონ საზოგადოების წინაშე იმ პრობლემებზე, რა პრობლემებიც მათ შეექმნათ. შესაბამისად ეს ორი ადამიანი მზად იყო ესაუბრათ, გაეცათ დეპუტატების კითხევბზე პასუხი და საზოგადოებას მიეღო მეტნაკლებად ამომწურავი ინფორმაცია იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც „თიბისი ბანკის“ ირგვლივ მიმდინარეობს.
შემდეგ მოვისმინეთ, რომ თითქოს საჯაროობა დააზიანებდა კომერციული ბანკის ინტერესებს და ქვეყნის ეკონომიკას. ვითომ სამთავრობო ტროლ სააგენტოებს არ გაევრცელებინათ ინფორმაცია „თიბისის“ შესახებ და შემდეგ სამთავრობო ფეისბუქ-ტროლები არ აემუშავებინათ ხაზარაძის და ჯაფარიძის წინააღმდეგ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროკურატურამ დაიწყო სწორედ ეს პროცესი, პროკურატურამ გამაოცხადა გამოძიების დაწყების შესახებ, თუმცა, ჯერჯერობით ეჭვმიტანილიც კი არ ჰყავს ამ საქმეში და მხოლოდ მოწმის სახით დაიკითხა ვინც დაიკითხა, დაზარალებულიც არ ჩანს. თუმცა, ამან უკვე დააზიანა როგრც „თიბისი ბანკის“, ასევე პირადად მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის იმიჯი, როგორც ბიზნესმენების და ქვეყანაში ინვესტორების შემომყვანი პირების, რაც ძალიან ცუდია ქვეყნისთვის. ჩემი აზრით, დღევანდელი განხილვა ზედმეტად არანაირად დააზიანებდა საბანკო სექტორის ინტერესებს, მეტი გამჭვირვალობა ნაკლებ სპეკულაციას გააჩენდა. ახლა კი უფრო მეტი შეთქმულების თეორიის მოსმენა მოუწევთ მათ, ვისაც ეს არ სიამოვნებს. ამის აღმოფხვრის ერთადერთი გზა არის საჯაროობა და მეტ კითხვაზე პასუხის გაცემა. რაც უფრო ნაკლებ კითხვაზე გასცემს პასუხს ეროვნული ბანკი, კომერციული ბანკი თუ პარლამენტარი, მით უფრო მეტი სპეკულაცია იქნება ამ თემის ირგვლივ და მით უფრო მეტი ადამიანი იტყვის, რომ მამუკა ხაზარაძეც უპირისპირდება პირადად ბიძინა ივანიშვილი, ამისთვის მზად უნდა იყვნენ“, - განაცხადა კეპულაძემ.
მისივე განცხადებით, მნიშვნელოვანია ეროვნული ბანკი იყოს დამოუკიდებელი ინსტიტუტი და აღნიშნულის თაობაზე უკვე ისმის გარკვეული კითხვები:
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ გაჩნდეს კითხვები ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტიტუტი, კონსტიტუციით გარანტირებული დამოუკიდებლობით, შესაბამისად, ამ მიმართულებით უკვე ისმის გარკვეული კითხვები, მე ვისურვებდი, რომ ეროვნულმა ბანკმა მოახერხოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება და არავის მისცეს იმის საშუალება, რომ მასზე თქვას, რომ ის არ არის დამოუკიდებელი და ვიღაცის ინტერესებს ემსახურება“, - დასძინა გიორგი კეპულაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






