"საპატრიარქო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა და ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად"- ნიკა გვარამია
პოლიტიკა - 16:11, 26 Feb, 2019     1655
დეკანოზ მამალაძის საკითხზე დღეს საპატრიარქოში გამართულ ბრიფინგს რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი და დეკანოზ მამალაძის ადვოკატი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ეხმაურება. გვარამიას თქმით, მსგავსი განცხადებებით საპატრიარქო თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა:


“საპატრიარქომ დღეს პრაქტიკულად ღიად მოითხოვა დეკანოზი მამალაძის პატიმრობაში დატოვება. ადამიანი არ არის დამნაშავე და რა მოინანიოს? ან საპატრიარქოს შუამდგომლობით შეწყალებულმა რომელმა პირმა აღიარა ან მოინანია დანაშაული? მაგალითად ბატონებმა ბათიაშვილმა, მირცხულავამ და ასე შემდეგ? რატომ ცრუობთ? თუ საეკლესიო დანაშაული აქვს ჩადენილი და ეს უნდა მოინანიოს, გაარჩიეთ შიგნით. რატომ გამოგაქვთ ეს საჯაროდ და რატომ ძალადობთ ერზე თქვენი შიდა საკითხებით? განსაკუთრებული ძალადობის ფორმაა რაღაც წერილი, რომლის გამოქვეყნებით ახლა უკვე საპატრიარქო გვემუქრება.

მანამდეც და ახლაც, მოვუწოდებ დეკანოზ მამალაძეს, თუ რაიმე შეცდომა დაუშვა და შანტაჟის ენით სცადა საკუთარი თავის მძიმე მდგომარეობიდან დახსნა (რაც მის ფსიქიკურ მდგომარეობაში სავსებით შესაძლოა შეშლოდა), დაუყოვნებლივ შეწყვიტოს და მეტიც, გაემიჯნოს ამ საქციელს.

არც ისაა შემთხვევითი, რომ თიბისის და უმრავლესობის დაშლის ამბებს დაემთხვა დღევანდელი განცხადება. ამას მარტივად გადაფარვის მცდელობა ქვია და სრულიად დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების დაკვეთაა.

მამა ანდრია ჯაღმაიძეს მინდა ვუთხრა, რომ ის თავისი ქმედებებით (რუსთავი 2ის ბრიფინგზე არდაშვების მცდელობა მათ შორის ყველაზე ნაკლები ცოდვაა) იგი მტრობს და ზიანს აყენებს ქრთულ მართლმადიდებელ ეკლესიას და ასევე აკნინებს იმ დაწესებულებას, რომელსაც თავად წარმოადგენს - საქართველოს საპატრიარქოს.

ძალიან სამწუხაროა, რომ თვითგანადგურების რეჟიმზე გადავიდა საქართველოს საპატრიარქო და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მართვის ნაცვლად, მისი დაზიანების კამპანიაში ჩაერთო ბიძინა ივანიშვილთან ერთად, ან, რაც უარესია, მისი დაკვეთით.”- წერს ნიკა გვარამია ფეისბუკზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42