საფრთხე, რომელიც ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ემუქრება - ენმ ანაკლიის პორტის საკითხზე პარლამენტში საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს
პოლიტიკა - 15:51, 26 Feb, 2019     557
პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა ანაკლიის პორტთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევა მოითხოვა:


„პარლამენტში დღევანდელ კომიტეტის სხდომაზე ნათელი გახდა, რომ საქმე გვაქვს სახელმწიფო უწყებების კოორდინირებულ ქმედებასთან, რომლის სამიზნე არის არა მხოლოდ თიბისი ბანკი, არამედ სახელმწიფოსთვის და თითოეული მოქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, როგორიც არის ანაკლიის პორტი. როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილის საბოლოო სამიზნეს წარმოადგენს სწორედ ანაკლიის პორტი, ამ პროექტის ჩაშლის მცდელობას დიდი ხანია ეწევა რუსეთი. საქართველოს ყველა მოქალაქეს და საქართველოს პარლამენტს აქვს სრული უფლება ქოონდეს ინფორმაცია იმაზე თუ რა საფრთხე ემუქრება დღეს ანაკლიის პორტს. შესაბამისად, დღეს მე მივმართავ ოფიციალური წერილით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს, უახლოეს დღეებში მოიწვიოს საგანგებო სხდომა ანაკლიის პორტის თემაზე, რომელზეც გამოცხადდებიან როგორც შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები , ასევე ანაკლიის კონსორციუმის წევრები და საჯაროდ განხილული იქნება ის დეტალები, რომელიც უკავშიდება ამ პროექტის მომავალს, იმიტომ რომ ჩვენ საქმე გვაქვს ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებთან, ამ სტრატეგიულ ინტერესებს დაცვა არის პარლამენტის და ყველა კომიტეტის პირდაპირი ვალდებულება, თუ ამ კომიტეტის მოწვევაზე უმრავლესობა უარს იტყვის, საქართველოს მოქალაქეები კიდევ ერთხელ დარწმუნებიან იმაში, რომ სახელმწიფო უწყებები, მათ შორის პარლამენტი პირდპირ ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს მათ შორის ანაკლიის პროექტის ჩაშლას ან მითვისებას. იმედი მაქვს პარლამენტში წარმოდგენილი ყველა ოპოზოციური ჯგუფი მხარს დაუჭერს ჩვენს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას.“- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42