"უმრავლესობის ამოცანა იყო საზოგადოებას პასუხები არ მიეღო TBC-ს საქმეზე, ამდენი ინსტიტუტის ასე ორკესტრირებულად მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ივანიშვილის პოლიტიკური ნებით“- ბაქრაძე
პოლიტიკა - 14:43, 26 Feb, 2019     888
„ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ მიმდინარე ორკესტრირებულ შეტევაზე საუბრობს და ამ კონტექსტში ამბობს, რომ „ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეროვნული ბანკის, საპარლამენტო უმრავლესობის, პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და მთავრობის „ორკესტრირება“ შეუძლია“.

მისი შეფასებით, „კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა ის, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ აღმოჩნდა მზად, პასუხი გაეცა დეპუტატებისა და საზოგადოების კითხვებისთვის.

ასევე ბაქარაძის შეფასებით, სხდომის ჩაშლით უმრავლესობა დაფიქსირდა როგორც პოლიტიკური მხარე.

"ამ სხდომის ჩაშლით უმრავლესობამ, ნებით თუ უნებლიედ, აშკარა განზრახვით აიღო პასუხისმგებლობა „თიბისი ბანკის“ საქმეზე და ნათლად გამოაჩინა, რომ ეს არ არის დავა მარეგულირებელს და ბანკს შორის. „თიბისი ბანკის“ საქმე არის პოლიტიკური საქმე, რომელსაც გააჩნია მკაფიო პოლიტიკური განზომილება და უმრავლესობის მთელი ქცევა, მათ შორის ზეწოლა და კომიტეტის სხდომის ჩაშლა ცალსახად მიანიშნებს იმაზე, რომ დღეს უმრავლესობის ამოცანა სხდომის ჩაშლა იყო, რათა საზოგადოებას პასუხები არ მიეღო. ამით საპარლამენტო უმრავლესობამ დააფიქსირა საკუთარი თავი როგორც დაინტერესებულმა პოლიტიკურმა მხარემ. რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის განცხადებას ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელსაც ეროვნული ბანკის, საპარლამენტო უმრავლესობის, პროკურატურის, ფინანსური მონიტორინგის სამსახურის და მთავრობის ორკესტრირება შეუძლია. ასეთი ადამიანი საქართველოში მხოლოდ ერთია. ბანკის დამფუძნებლებმა ეს არ განაცხადეს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სხვა ვარაუდის საფუძველს, გარდა იმისა, რომ ეს გახლავთ ბიძინა ივანიშვილი. მე არ მიყვარს კონსპირაციის თეორიები, მაგრამ საზოგადოება მართლაც ხედავს ორკესტრირებულ შეტევას და ამ ქვეყანაში ამდენი ინსტიტუტის ასე ორკესტრირებულად მოქმედება შესაძლებელია მხოლოდ ერთი კაცის პოლიტიკური ნების შემთხვევაში“, - განაცხადა ბაქრაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42