გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი არაფორმალურ მმართველობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ივანიშვილმა შუშის სასახლიდან პარლამენტს "თიბისი ბანკის" საქმის განხილვა აუკრძალა:
"კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ საქართველოში ყველა სახელმწიფო უწყება იმართება ერთი ადამიანის მიერ შუშის სასახლიდან და დღეს მან პარლამენტს, ფაქტობრივად, აუკრძალა ამ უმნიშვნელოვანესი თემის განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობა, ფაქტობრივად, იშლება და სამწუხაროა ის ფაქტი, რომ დაიშალა ეროვნული ბანკიც. ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი დღეს არის ივანიშვილის მძევალი, ის ფაქტობრივად არის ამ გარემოებათა ტყვე, მან დაკარგა ყოველგვარი მორალური უფლება, რომ იყოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი, მას არ აქვს საზოგადოების წინაშე ნდობა და ყოველი დღე და მსგავსი შეხვედრები სერიოზულ ზიანს აყენებს საქართველოს ფინანსურ სისტემას. დღეს მომხდარი ამბის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს"- განაცხადა რომან გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






