"ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, იძულებით დავტოვეთ ბანკი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ"- ხაზარაძე
პოლიტიკა - 14:02, 26 Feb, 2019     1489
„თიბისი ბანკის“ საქმეზე ჩანიშნული კომიტეტის სხდომა, რომელსაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი და „თიბისი ბანკის“ ხელმძძღვანელები ესწრებოდნენ განხილვის გარეშე დასრულდა.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის არ ეთანხმება სებ-ის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ ღია სხდომა ზიანის მომტანი იქნება პროცესებისთვის.

მისივე თქმით, „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ ორკესტრირებული შეტევა მიმდინარეობს:

„ჩვენ დღეს ვიყავით მოწვეული პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე, მოწვევა მივიღეთ როგორც უმცირესობის, ასევე უმრავლესობის მხრიდან, ეს რომ არ ყოფილიყო ერთობლივი მოწვევა, მოვერიდებოდით მოსვლას, რადგან ჩვენ ვართ ბიზნესმენები და არა პოლიტიკოსები და პოლიტიკური ქულების ჩასაწერად არანაირი ტრიბუნა არ გვჭირდება, მოვედით იმიტომ, რომ გვეთქვა სიმართლე, სამწუხაროდ ხდება ძალიან ურცხვი ტირაჟირება და შემოტევა, ამიტომ ჩვენ ჩავთვალეთ რომ ერთადერთი ადგილი, შეიძლება ყოფილიყო პარლამენტი, სადაც საზოგადოებას და დაინტერესებულ მხარეებს მივცემდით ობიექტურ ინფორმაციას.

არ ვეთანხმები ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებას, რომ რაიმე ზიანი შეიძლება მიყენებოდა პროცესებს თუ ღია სხდომა იქნებოდა, საქმე ეხება ქვეყნის რეპუტაციას და არ ეხება მამუკა ხაზარაძეს. სამწუხაროა, რომ უკვე ისმის, რომ საქართველო მიდის ცუდი მიმართულებით. დღეს ჩვენ განმარტება უნდა გაგვეკეთებინა, ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი, ჩვენი ბანკიდან წასვლა იყო იძულებითი ნაბიჯი, მაგრამ ღირსებას და სამართალს არ დავთმობთ“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42