"მე დამოუკიდებლად მირჩევნია საპარლამენტო მუშაობა"- ბექა ნაცვლიშვილი
პოლიტიკა - 13:42, 26 Feb, 2019     1000
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ბექა ნაცვლიშვილი, რომელმაც უმრავლესობა რამდენიმე დღის წინ დატოვა, პარლამენტში მუშაობის გაგრძელებას დამოუკიდებელ დეპუტატად აპირებს. ამის შესახებ ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე ისაუბრა. ნაცვლიშვილის თქმით, ის არ გამორიცხავს, რომ გარკვეულ საკითხებზე იმ დეპუტატებთან ითანამშრომლოს, რომლებმაც უმრავლესობა დატოვეს და სხვადასხვა თემებზე მის შეხედულებებს იზიარებენ.


„რაც შეეხება დამოუკიდებლად საპარლამენტო მუშაობას, მე კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებ ყველასთან, უმრავლესობა ვინც დატოვა. იმ ადამიანებთან, ვინც იზიარებს იმ შეხედულებებს, რომელსაც მე ვიზიარებ. უბრალოდ, მე დამოუკიდებლად მირჩევნია ამ ეტაპზე საპარლამენტო მუშაობა, გამომდინარე იქიდან, რომ მექნება მეტი თავისუფლება, მექნება მეტი დრო, გავიაზრო ვთქვათ ის მომავალი ნაბიჯები, რომელიც უნდა გადავდგა“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნება“ ბოლო პერიოდში რამდენიმე 4-მა დეპუტატმა დატოვა - ეკა ბესელია, ლევან გოგიჩაიშვილმა, ბექა ნაცვლიშვილმა და გედევან ფოფხაძემ. წასვლას აანონსებს კიდევ რამდენიმე დეპუტატი. მიზეზად პრინციპულ საკითხებზე აზრთა სხვადასხვაობა სახელდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42