"თურმე მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ვინმე კანონის ვალდებულებას ასრულებს?! დიდი მადლობა ბატონ ბიძინას რომ ვარსებობთ..."-ბოკერია გვენეტაძეს დაუპირისპირდა
პოლიტიკა - 12:26, 26 Feb, 2019     1053
ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი კობა გვენეტაძე ამ წუთებში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე იმყოფება. სხდომაზე ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია, გვენეტაძის განცხადებამ, რომ ის დღეს პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს.

"ევროპული საქართველოს" ლიდერმა, გიგა ბოკერიამ გვენეტაძეს მიმართა, რომ ის არ წყვეტს ვინ რა თემებზე უნდა ისაუბროს და ეროვნული ბანკის პრეზიდენტს მოუწოდა "ნუ ამადლის დეპუტატებს, იმას, რომ კანონით გათვალისწინებული მოვალეობა შეასრულა და კომიტეტზე მოვიდა".
"თქვენ არ წყვეტთ აქ, ვინ უნდა ისაუბროს. თავმჯდომარე წყვეტს. მადლიერი უნდა ვიყოთ, რომ ვინმე კანონის ვალდებულებას ასრულებს?! დიდი მადლობა საქართველოს მთავრობას რომ პარლამენტი არსებობს, რომ ოპოზიციას უფლება აქვს ილაპარაკოს, დიდი მადლობა, რომ ოპოზიციას კითხვების დასმის უფლება გვაქვს. დიდი მადლობა ბატონ ბიძინას რომ ვარსებობთ"- თქვა ბოკერიამ.
მისი თქმით "პოლიტიკური უტიფრობაა", იმის დამადლება, რომ გვენეტაძე საკნონმდებლო ორგანოში მოვიდა.
"თქვენი მოსაზრებები, რა არის კარგი ბანკისთვის და რა არა, დაიტოვეთ თქვენთვის. ეს სულისკვეთება დაივიწყეთ, ვალდებული ხართ მობრძანდეთ"- მიმართა მან გვენეტაძეს.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42