“ივანიშვილს პროცესებიც გაექცა და ხალხიც გაურბის…მისთვის ეს ტრაგედიაა…დაწყებულია დასასრული, გრძელდება და ბოლოშიც მალე გავა“ - ნიკა მელია
პოლიტიკა - 11:09, 26 Feb, 2019     1774

„ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებს გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია ეხმაურება.

მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილს პარტია ეშლება, ხოლო ივანიშვილის უძლეველობა ცარიელი მითი რომ იყო, საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა:

"ივანიშვილს პროცესებიც გაექცა და ხალხიც გაურბის. ვინც სულ ცოტა ხნის წინ პარტიას და მის ბელადს ადიდებდა, დღეს უკვე ღიად აგინებს პარტიას და მხოლოდ ბიძინას არ ესხმიან (საჯაროდ) თავს. ცხადია, ესეც ჯერჯერობით.

ივანიშვილს უმრავლესობაც და პარტიაც მარტივ მამრავლებად ეშლება და ეს პროცესი შეუქცევად სახეს იღებს. ივანიშვილის უძლეველობა რომ ცარიელი მითი იყო, ეს ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამოჩნდა, როცა მისი ხელისუფლების დასასრული დაიწყო. დაწყებული დასასრული გრძელდება და ბოლოშიც მალე გავა.

რეალობა ესაა, რომელსაც ბევრი სხვაგვარად წარმოაჩენს - ზოგი შეგნებულად, ზოგიც უნებლიედ შეთქმულებების თეორიებშია და ამ პროცესებს ისე ასაღებს, თითქოს ბესელია კი არ წავიდა, ან ბიძინამ კი არ გააგდო, არამედ ეს ივანიშვილის საჭადრაკო სვლაა 2020 წლის არჩევნებზე გათვლილი.

მაინც რა უკონტროლო ფანტაზია უნდა გქონდეს რომ ბესელია იმ ფიგურად წარმოიდგინო, რომელიც რამე დასაყრდენს იპოვის ელექტორატში.

ბიძინა არც ისეთი გონიერი და ძლიერია რომ პარტიის ხელოვნური დაშლით პარტიის გაძლიერება შეეძლოს და არც ისეთი უტვინო და ბრიყვი, რომ ბესელიას დაეყრდნოს და დაიჯეროს რომ იგი მაგნიტად გამოდგება ელექტორატის მისაზიდად.

ეს ბიძინას თამაში კი არაა, ბიძინას პარტია ეშლება და მისთვის ეს ტრაგედიაა." - წერს ნიკა მელია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42