შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ მონაწილეობა მიიღო რეგიონალურ ბიზნესფორუმზე - „ღია დიალოგი“
პოლიტიკა - 10:45, 26 Feb, 2019     663

25 თებერვალს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ, სხვადასხვა სამთავრობო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონალურ ბიზნესფორუმზე - „ღია დიალოგი“ მონაწილეობა მიიღო.

ფორუმს, რომელიც დიალოგის რეჟიმში წარიმართა, 200-მდე მეწარმე დაესწრო. მეწარმეებს საშუალება მიეცათ ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებისათვის, მიეწოდებინათ ინფორმაცია იმ პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ, რომლებიც საქმიანობის პროცესში ექმნებათ.

ვახტანგ ლაშქარაძემ მეწარმეებს, ახლახან ამოქმედებულ ზედმეტად გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) დაბრუნების ავტომატურ მექანიზმზე პრეზენტაცია წარუდგინა და დაწვრილებითი ინფორმაცია მიაწოდა ახალი სისტემის მუშაობის პრინციპებისა და მასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნის შესახებ.

„ახალი გამარტივებული სისტემა თავისი მასშტაბიდან და შინაარსიდან გამომდინარე, საგადასახადო სისტემაში, უპრეცედენტო რეფორმას წარმოადგენს. პროცესი სრულად ეფუძნება მოწინავე საგადასახადო ორგანოთა თანამედროვე გამოცდილებას და ეყრდნობა რისკზე დაფუძნებულ მეთოდოლოგიას.”- განაცხადა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ.

აღნიშნულ ფორუმზე შემოსავლების სამსახურის უფროსმა განმარტა, რომ წარდგენილი დეკლარაციების 90%-ზე მეტ შემთხვევაში, დღგ-ის ზედმეტობა ავტომატურ რეჟიმში უკვე დაბრუნდა“.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42