TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კითხვებს გაექცა, გვენეტაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრება
პოლიტიკა - 10:02, 26 Feb, 2019     963
TBC ბანკის საქმე - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე პარლამენტში საკომიტეტო მოსმენას არ დაესწრება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი მწვავე კითხვებს გაექცა, რომელიც TBC-დან მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გაშვებას უკავშირდება.

“თუ ეს განცხადება დარჩა ძალაში და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი არ მოდის პარლამენტში, ეს ნიშნავს, ერთს მხრივ პარლამენტის, როგორც ინსტიტუციის უპატივცემულობას და მეორეს მხრივ კანონის დარღვევას და კარგი იქნება თუ ბატონი გვენეტაძე ჯერ კანონში გაერკვევა და მერე გააკეთებს იმის შეფასებას, რატომ მიაჩნია მას არასწორად მოსვლა და რატომ არ უნდა მოვიდეს. ეს არ არის მისი დისკრეცია, მას აქვს ვალდებულება, რომ, როდესაც პარლამენტი დაიბარებს მოვიდეს,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ.

იყო თუ არა პოლიტიკური ზეწოლა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან და რატომ დააყენა "ეროვნულმა ბანკმა" TBC-სთვის სანქციების დაწესებით დარტყმის წინაშე ქვეყნის საბანკო სისტემა- ეს არის კითხვები, რომელზეც პასუხის მიღება დეპუტატებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტისგან სურდათ.

„ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი არის მთავრობის ტყვე. ფაქტობრივად, შედგება თუ არა კომიტეტის სხდომა, ეს დამოკიდებულია საქართველოს მთავრობაზე. ანუ ამ ქვეყნად არ არსებობს არც პარლამენტი, არც მისი რეგლამენტი, არც კომიტეტი. მიუხედავად იმისა, გამოცხადდება თ არა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ეს სხდომა არ უნდა ჩაიშალოს. ეს არის თიბისი ბანკთან და ანაკლიასთან დაკავშირებული საკითხების მიჩქმალვისა და სიმართლის არ თქმის მცდელობა,“-აცხადებს ენმ-ს წევრი რომან გოცირიძე.

საპარლამენტო უმრავლესობა კი აქცენტს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობაზე აკეთებს. მმართველ გუნდში ასევე ამბობენ, რომ ეროვნულმა ბანკმა და TBC-ის ხელმძღვანელობამ პრობლემები მოაგვარა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42