„კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიზნესის მხარდაჭერის სამ მნიშვნელოვან მიმართულებას მოიცავს, უახლოეს პერიოდში ამოქმედდება" - გიორგი ქობულია
პოლიტიკა - 19:23, 25 Feb, 2019     732
„ღია დიალოგი ბიზნესთან" - ეს არის ძალიან სასარგებლო პლატფორმა, სადაც გულახდილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ გამოწვევებზე, რომლებიც ბიზნესს მიაჩნია მნიშვნელოვნად და ასეთი საკითხების სწრაფად გადასაჭრელად ესაჭიროება მთავრობის მხარდაჭერა" - ეს განცხადება გიორგი ქობულიამ ბიზნესფორუმზე გააკეთა, რომელშიც საქართველოს რეგიონებიდან და თბილისიდან მოწვეული მცირე, საშუალო და მსხვილი საწარმოების, კოოპერატივებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტს სახელწოდებით „ღია დიალოგი" საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს.

გიორგი ქობულიამ კერძო სექტორის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნო ეკონომიკის სამინისტროს მიერ ინიცირებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც უახლოეს პერიოდში ამოქმედდება. პროგრამა მოიცავს სამ მნიშვნელოვან მიმართულებას, ესენია: ფინანსებზე ხელმისაწვდომობა ბიზნესისთვის, პროფესიული განათლება და სახელმწიფო ქონების მიზნობრივი გასხვისება. მინისტრის შეფასებით, სამივე მიმართულება ძალიან დიდ როლს შეასრულებს როგორც ბიზნესის წახალისების, ისე სამეწარმეო და ბიზნესკულტურის განვითარებისთვის ჩვენს ქვეყანაში.

„თქვენ იცით, რომ დღეს ბიზნესის ფინანსებზე წვდომა არის მნიშვნელოვანი გამოწვევა, რისთვისაც მთავრობას აქვს როგორც საგრანტო, ასევე პროცენტების დაფინანსების პროგრამები. მათ აპრილიდან დაემატება მესამე მიმართულება - ეს არის საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი, რომელიც გულისხმობს მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსებას მთავრობის თავდებით, როდესაც კომპანიებს არ გააჩნიათ კრედიტის უზრუნველყოფისთვის საკმარისი რესურსი. ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება წარმოება და გადამუშავება, საგანმანათლებლო დაწესებულებები, ტრეინინგცენტრები, სერვისების ექსპორტი, გადამამუშავებელი სოფლის მეურნეობა, R&D, სასტუმროების სექტორი და ასე შემდეგ" - აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

მეორე მიმართულება, რაზეც მინისტრმა ბიზნესის წარმომადგენლებთან ისაუბრა, არის პროფესიული გადამზადების დაფინანსება სახელმწიფოს მიერ.

„უკვე იქმნება ინფრასტრუქტურა, რომ წელიწადში დაახლოებით 50 000 ადამიანის გადამზადება განვახორციელოთ და თქვენ გქონდეთ თქვენს საწარმოებში მეტი პროფესიული კადრის მოზიდვისა და დასაქმების შესაძლებლობა" - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გიორგი ქობულიამ ასევე დეტალურად განმარტა კომპლექსური პროგრამის მესამე კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების მიზნობრივ გასხვისებას გულისხმობს. „სახელმწიფოს აქვს დიდი რაოდენობით უძრავი ქონება და ის უნდა ჩავრთოთ ეკონომიკურ საქმიანობაში. ამისთვის ჩვენ ვქმნით მთელ რიგ მექანიზმებს, რომ მაქსიმალურად შევამციროთ ბიუროკრატია და ბიზნესისთვის საინტერესო ქონების საკითხების გადაწყვეტა მოხდეს სწრაფად. შედეგი, რაც აქედან უნდა მივიღოთ, არ არის მხოლოდ ბიუჯეტის შევსება, ჩვენ გვსურს, რომ ქონება ჩართული იყოს ეკონომიკურ საქმიანობაში" - განაცხადა ქობულიამ.

ფორუმზე, რომელსაც 200-მდე მეწარმე ესწრებოდა, დიალოგის ფორმატში განიხილეს არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი და იმსჯელეს ბიზნესის წინაშე არსებულ მთავარ გამოწვევებზე. მეწარმეებს საშუალება ჰქონდათ, მთავრობის წარმომადგენლებისთვის უშუალო დიალოგის ფორმატში მიეღოთ პასუხები მათთვის აქტუალურ კითხვებსა და მთავრობის გეგმებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42