„სვანეთში ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხე დიდია“ -თამთა შამათავა
პოლიტიკა - 18:45, 25 Feb, 2019     1129
„ახალი საქართველოს“ გარემოსა და ეკოლოგიის ჯგუფის ხელმძღვანელი, მესტიის რაიონში დაწყებულ სამუშოებზე საუბრობს. თამთა შამათავას თქმით, სოფელ იელში, კომპანია „ოპტიკას სისტემს ინკის“ ოქროს მოპოვებითი სამუშოები, რეგიონს კატასტროფის წინაშე აყენებს.

„ ადგილობრივებისგან მივიღე ინფორმაცია, რომ აღნიშნულმა კომპანიამ, უკვე მოჭრა დიდი რაოდენობით ხეები და სოფელი მეწყერსაშიშ ზონად გადაიქცა. საწარმოს ტერიტორიიდან უახლოესი საცხოვრებელი პუნქტი, დაახლოებით 150- 200 მეტრის მანძილზე მდებარეობს. ფაქტია, წიაღისეულის მოპოვებას უდიდესი გავლენა აქვს გარემოზე. დიდ ტერიტორიებზე იჩეხება ტყეების და ნადგურდება მცენარეული საფარი. პროცესი წარმოადგენს საფრთხეს მთლიანი ეკოსისტემისთვის და არღვევს ადამიანების კონსტიტუციურ უფლებას, ცხოვრობდნენ ჯანსაღ გარემოში.

ამის პრაქტიკა საქართველოში უკვე არსებობს. ჩვენ ვნახეთ, კომპანია ,,არემჯი გოლდის“ მიერ, ქვემო ქართლის რეგიონისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც კვლევებთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც დაადასტურა. არაერთხელ დაჯარიმდა აღნიშნული კომპანია. “- თამთა შამათავა

„ახალი საქართველოს“ წევრი სამუშოების შესრულების ფორმაზეც საუბრობს და განვითარებული ქვეყნების პრაქტიკა მოჰყავს მაგალითად. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მინისტრს, ლევან დავითაშვილს მიმართავს და აღნიშნულ საკითხზე რეაგირებას ითხოვს.

„დღეს, ამ მეთოდით, წიაღისეულს მოიპოვებენ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი და მონღოლეთი. ეს არის ფორმა, რომელიც აკრძალულია ყველა განვითარებულ ქვეყანაში. გვაქვს მთელი რიგი კითხვები და პასუხებისთვის მივმართავ მინისტრს- სამუშაოების დროს, გამოყენებული იქნება თუ არა ბუნებრივი რესურსები? რა ბედი ელის ეკოსისტემას? გაიცა თუ არა მისი მხრიდან სკოპინგის დასკვნა და შესაბამისად მომზადდა თუ არა გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში?, ორჰუსის კონვენციის თანახმად, იყვნენ თუ არა ადგილობრივები პროცესში ჩართულნი.

სოფ.იელის მაცხოვრებლებთან, აქტიური კომუნიკაცია მაქვს, ისინი კომპანიისთვის ლიცენზიის გაუქმებას მოითხოვენ. ჩვენ, ყველა შესაძლო გზით ვეცდებით საკითხის დეტალურ შესწავლას“ - განაცხადა თამთა შამათავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42