საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე მოხსენებით 6 მარტს წარდგება.
ინფორმაცია ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა გაავრცელა. ჩუგოშვილის თქმით, 6 მარტი მთლიანად პრეზიდენტის მოხსენებას დაეთმობა:
„6 მარტს საქართველოს პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ისაუბრებს. რეგლამენტის მიხედვით, მხოლოდ ეს საკითხი უნდა იყოს დღის წესრიგში მოცემული“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.
რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის დასრულების შემდეგ, სიტყვით გამოდიან იმ ფრაქციების თავმჯდომარეები, რომლებიც არ არიან გაერთიანებული უმრავლესობაში ან უმცირესობაში, ასევე უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერები.
მასალის გამოყენების პირობები






