გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ ერთ-ერთი ლიდერის დავით კირკიტაძის საქმე - დღეს გამართულ პროცესზე სასამართლომ კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა, მიუხედავად საქართველოს პარლამენტის დეპუტატების თავდებობისა.
ადვოკატის განცხადებით, შემდეგს ასამართლო პროცესზე გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდებიან იმ პარლამენტარების უმრავლესობა, რომლებიც ოპოზიციის წევრს თავდებშ დაუდგნენ:
„სასამართლოს წარვუდგინეთ დაახლოებით, 15 000-მდე მოქალაქისა და პარლამენტის 27 დეპუტატის თავდების წერილი და დავაყენეთ შუამდგომლობა, რომ დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, თავდებით შეცვლოდა, ვინაიდან მიმალვის საფრთხეზე მითითება არარსებული საფრთხეა. მოსამართლე საკმაოდ ხანგრძლივად იყო გასული სათათბირო ოთახში და ჩვენი შუამდგომლობა მხოლოდ ტექნიკური მიზეზით არ დააკმაყოფილა. მოსამართლემ განმარტა, ვინაიდან თითოეული თავდები პირი სასამართლო სხდომაზე არ არის წარმოდგენილი, ის ვერ დააკმაყოფილებდა შუამდგომლობას. ჩვენ ეს გამოწვევა მოსამართლისგან მივიღეთ და შემდეგ სასამართლო პროცესზე, გურჯაანის რაიონულ სასამართლოში გამოცხადდება აბსოლუტური უმრავლესობა იმ პარლამენტარებისა და ადამიანებისა, ვინც კირკიტაძეს პირადად უდგება თავდებში. ამის შემდეგ ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო, ეს იყო თამაში, თუ ნამდვილად სამართლებრივი განმარტება, ჩვენ ეს გამოწვევა მივიღეთ", - აცხადებს კონდახიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები






