„ზვიად კუპრავას დაკავებისას, როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია, პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას“ - მეზვრიშვილი
პოლიტიკა - 14:18, 25 Feb, 2019     866
შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვირშვილმა ზვიად კუპრავას დაკავებასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვებ უპასუხა. მისი თქმით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

ეს განცხადება მეზვრიშვილმა "თბილისი მარიოტში"არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილ დანაშაულებთან ბრძოლის ფარგლებში, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გააკეთა.

"პირველი- პრაქტიკას თუ გადავხედავთ, საკითხი უპრეცედენტო არ არის, ნამდვილად. სასამართლოს უპატივცემულობისთვის არ შეფარდებია ბატონ ზვიად კუპრავას პატიმრობა, სასამართლოს უპატივცემულობისთვის მას აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდა - გირაო. ეს არის კანონის მოთხოვნა, გირაოს პირობაც, სასამართლომ მას დააკისრა, რომ არ უნდა ჩაედინა ახალი დანაშაული, უნდა გამოცხადებულიყო პოლიციის მიერ გამოძახებისთანავე და თავი არ უნდა აერიდებინა მართლმსაჯულებისთვის - ეს არის ძალიან ჩვეულებრივი და მარტივი მოთხოვნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის. მან სასამართლოს მიერ დაკისრებული ეს ვალდებულება არ შეასრულა, შესაბამისად კანონი პირდაპირ გვეუბნება, რომ როდესაც გირაოს პირობები არ სრულდება და პირი ჩადის ახალ დანაშაულს, მას გირაო უნდა შეეცვალოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით, ამ შემთხვევაში - პატიმრობით. განხორციელდა ეს პროცედურა, ვინაიდან ბატონმა ზვიად კუპრავამ აღკვეთის ღონისძიების მოქმედების ვადის პერიოდში, მანამ სანამ მის მიმართ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ჩაიდინა სავარაუდოდ ახალი დანაშაული. სავარაუდოდ ვამბობ, იმიტომ რომ უდანაშაულობის პრეზუმციას ვიცავ ამ შემთხვევაში. მას ბრალი წარედგინა 126 მუხლით, ადვოკატის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ეს გახდა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი.

რაც შეეხება პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას, მისი დაკავება დაფიქსირებულია პოლიციელების სამხრე კამერებით, პოლიციელების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია. როდესაც დასაკავებელი პირისგან წინააღმდეგობის გაწევა ხდება, ბუნებრივია პოლიცია იყენებს პროპორციულ ძალას, ამ წინააღმდეგობის დასაძლევად. თუ რამე ძალის გამოყენებას ჰქონდა იქ ადგილი, პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული, რაც არის ბუნებრივი და ნორმალური პროცესი, რასაც ადგილი აქვს ხოლმე ყველა დაკავებული პირის მიმართ, რომლებიც პოლიციას წინააღმდეგობას უწევენ: - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42