"ისინი კომკავშირლები არიან, მოლაპარაკე და არა მოაზროვნე თავები"- ფოფხაძე „ქართული ოცნების“ წევრებზე
პოლიტიკა - 14:45, 25 Feb, 2019     972

"ქართულიოცნების" ყოფილი წევრი გედევან ფოფხაძე ყოფილი თანაგუნდელებს აკრიტიკებს. მისი თქმით, "ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ".

"მიმაჩნია, რომ ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხი პირდაპირაა დამოკიდებული სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხზე და დღეს, სამთავრობო გუნდის შიგნით დემოკრატიის ხარისხი არის განულებული. იქ არის ბევრი ჩემი მეგობარი, ძალიან ღირსეული და კარგი ადამიანები, მე იმედი მაქვს, რომ ისინი სწორედ იმის იმედად რჩებიან, რომ რაიმე ზეგავლენის მოხდენას შეძლებენ იმ პროცესზე, რომელიც მიდის და არის ნეგატიური, ჩემი აზრით, მაგრამ მე ეს იმედი დავკარგე.

მგონია, რომ ეს გადაწყვეტილება ცოტა უფრო ადრე უნდა მიმეღო და ცოტა უკმარისობის გრძნობა მაქვს, თუმცა მიმაჩნია, რომ ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე ჩვენი იქ ყოფნა მაინც სწორი იყო. იქ რომ არ ყოფილიყო ეკა ბესელია მგონია, რომ გარკვეული საფრთხეების წინაშე ვიქნებოდით. სესიაზე რომ გასულიყო მოსამართლეების ის 10 კაციანი სია, რა თქმა უნდა, ეკა ბესელიას პასუხისმგებლობა იქნებოდა ძალიან მაღალი. შესაბამისად, ეკა ბესელიას გადაწყვეტილება იყო მაღალი მორალური სტანდარტით ნაკარნახევი და ჩვენ რომ იქ ვიყავით, ამ ფაქტმა ხელი შეუწყო, რომ ეს გადაწყვეტილება არ ქცეულიყო დოკუმენტად.

როდესაც ვიგრძენი, რომ ჩემი პოზიციების საჯარო გამოხატვა ნიშნავდა გუნდში ყოფნა-არ ყოფნას, რა თქმა უნდა, ეს მორალური პასუხისმგებლობის წინაშე გაყენებს იმიტომ, რომ ჩვენ პოლიტიკოსებს არ გვაქვს იმის უფლება, რომ მარტო მოლაპარაკე თავები ვიყოთ. ვიღაცისთვის შეიძლება კომფორტულია, მოვიდა მესიჯი, გაიმეორა ტექსტი სიტყვა-სიტყვით და ჰგონია, რომ პოლიტიკოსია. ასეთ ადამიანებს მე რაღაც მომენტში კომკავშირელები ვუწოდე, მერე ბოდიშიც მოვუხადე, მაგრამ მე ვიტყვი ამას თუ არა, არსი არ იცვლება. ისინი კომკავშირელები არიან. ეს ადამიანები არ არიან პოლიტიკოსები, ისინი ხელმძღვანელობენ მშრალი მესიჯებით, ისინი არ არიან მოაზროვნე თავები, არიან მოლაპარაკე თავები და პოლიტიკისთვის სარგებლის მოტანა არ შეუძლათ. ისინი ვიღაცას ემსახურებიან და არავითარ შემთხვევაში რაღაცას,"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42