ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე ამბობს, რომ „საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული,“ - ეს განცხადება, პარლამენტისმ, დავით მათიკაშვილმა გააკეთა.
„ყველამ მიიღო გადაწყვეტილება, თავისუფალნი არიან გადაწყვეტილების მიღებაში, ისინი დეპუტატები არიან საქართველოს პარლამენტის, უმრავლესობა ამით არ დაშლილა. საკონსტიტუციო უმრავლესობა არ არის ამ ეტაპზე ის აუცილებელი მოცემულობა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ მიზნად აქვს დასახული. მოგეხსენებათ, კონსტიტუცია არის მიღებული, შესაბამისად, თუკი საკონსტიტუციო უმრავლესობის კუთხით, რაიმე სახის პრობლემა შეიქმნება, ეს არ ქმნის მთლიან პრობლემას უმრავლესობისთვის. ხოლო ცალკეული დეპუტატების გადაწყვეტილება, ეს ცხადია, მათი გადაწყვეტილებაა, მათი პოლიტიკური დღის წესრიგია, მათი პოლიტიკური მომავალია,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






