მოკლული 4 წლის გოგონას საქმე - ოპოზიცია დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს
პოლიტიკა - 13:09, 25 Feb, 2019     1079
ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია ბავშვთა უფლებების საკითხებზე და სოციალური მუშაკების პრობლემებთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს პარლამენტში იბარებს.

„ცოტახნის წინ სანზონაში მომხდარმა სასტიკმა შემთხვევამ, როდესაც გარდაიცვალა 4 წლის გოგონა შეძრა მთელი საზოგადოება და მე ვფიქრობ რომ გარდა იმ ემოციური შოკისა რაც მივიღეთ ჩვენი ყველას ვალია, რომ დავფიქრდეთ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ თუ არ გამოვიტანეთ სწორი გაკვეთილები და სახელმწიფომ თუ არ გაიაზრა რა უნდა გაკეთდეს, რომ თავიდან ავირიდოთ მსგავსი შემთხვევები ჩვენ უბრალოდ შოკიდან შოკამდე ვიცხოვრებთ და ვერ გამოვასწორებთ ამ მდგომარეობას. ამ შემთხვევამ გამოიწვია სერიოზული კრიზისი სოციალური მუშაკების სისტემაში და დაგვანახა, რომ ზოგადად ბავშვთა დაცვის და ასევე სოციალური მუშაკების სფეროში ჩვენ გვაქვს სერიოზული კრიზისი. აქ არის საუბარი როგორც მათ არასაკმარისს რაოდენობაზე, არასაკმარისს სერვისებზე, სატრანსპორტო საშუალებებიც არ არსებობს და ჩვენ კარგად უნდა გვესმოდეს, სატრანსპორტო სერვისი ვინმეს კომფორტი კი არ არის, ეს არის ზუსტად ასეთი შემთხვევების თავიდან არიდება. პრაქტიკულად შეიძლება ძალიან მწვავე ვითარებაში სოც-მუშაკები ვერ მივიდნენ და ვერ მიასწრონ შემთხვევას, რომ დაიცვან ბავშვები საშინელი შემთხვევებისგან. სოც-მუშაკები ალაპარაკდნენ ამ თემაზე და ჩამოაყალიბეს საკმაოდ ლეგიტიმური მოთხოვნები და აქ არ არის საუბარი მათი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, აქ არის საუბარი რა უნდა შეიცვალოს სისტემურად ამ სფეროში და არამხოლოდ სოც-მუშაკების სფეროში, აქ არის საუბარი უამრავ სერვისზე რომელსაც სახელმწიფო უნდა ქმნიდეს ბავშვთა დაცვისთვის, რაშიც გვაქვს სრული ჩავარდნა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პარლამენტი უნდა ჩაერთოს ამ პროცესში, მითუმეტეს, რომ ჩვენ შეიძლება მივიდეთ ჩიხურ სიტუაციამდე როდესაც მოხდება 240 სოც-მუშაკიდან 200_ის გაფიცვა და ეს კატასტროფის ტოლფასია. ჩვენ არ მოგვისმენია ჯანდაცვის სამინისტროს რაიმე მწყობრი პოზიცია, თუ რის შეცვლას აპირებს და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჯანდაცვის უახლოეს სხდომაზე დავიბაროთ ჯანდაცვის მინისტრი და ამ საკითხზე მოხდეს სერიოზული მსჯელობა და მოვისმინოთ პასუხები ამ კრიზისულ ვითარებაზე. როგორც მთლიანობაში ბავშვთა დაცვის სფეროში რას აპირებს სახელმწიფო და ასევე კონკრეტული სოც-მუშაკების კრიზისიდან გამოსვლას როგორ გეგმავს სახელმწიფო.“ - ელენე ხოშტარია





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42