იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტის თავმჯდომარის მიერ მომზადებულ კანონპროექტს ეხმაურება, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცედურასა და კრიტერიუმებს ითვალისწინებს.
მისი შეფასებით, პროცედურების პროექტი, რომელიც წარმოდგენილია, ილუზიას ქმნის, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი კარგი მოსამართლეების შესარჩევად. ასე აფასებს
„პროექტი, რომელიც ამ ეტაპზე არის მომზადებული, მე არ მომწონს, რადგან მასში არ არის გარანტიები, რომ გარედან ღირსეული, კეთილსინდისიერი და კვალიფიციური კადრები შევლენ. წარმოდგენილი პროექტი ქმნის ილუზიას, რომ ეს არის ერთგვარი სტანდარტი კარგი მოსამართლეების შესარჩევად, თუმცა ვფიქრობ, ეს ასე არ არის, რადგან მხოლოდ ფორმალურად ალამაზებს პროცესს და რეალურად არაფერს ცვლის. საბოლოო ვერსიაში როგორ ჩამოყალიბდება, არ ვიცი, მაგრამ ამ ეტაპზე რა ვერსიაც მოგვაწოდეს, ნათქვამია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურა შეიძლება იყოს მხოლოდ მოქმედი მოსამართლე, ყოფილი მოსამართლე ან იურისტი, ანუ სამეცნიერო წრის წარმომადგენელი, რომელსაც აქვს მოსამართლის გამოცდა ჩაბარებული. ეს არის მიუღებელი, რადგან სწორედ უზენაესი სასამართლო არის შესაძლებლობა იმისათვის, რომ გამოცდის ჩაბარების გარეშე, მოსამართლის გამოცდილების გარეშე და მოქმედი მოსამართლის სტატუსის გარეშე შეიძლება დაინიშნოს მაღალკვალიფიციური იურისტი. ვფიქრობ, პარლამენტმა უნდა შეცვალოს ხედვა და მიდგომა საკითხისადმი და თქვას, რომ იგი ღიად უხსნის კარს კანდიდატურებს, რომლებსაც აქვთ შესაბამისი კვალიფიკაცია და რეპუტაცია“,- განაცხადა ჯანეზაშვილმა.
კითხვაზე, აპირებს თუ არა სამუშაო ჯგუფის დატოვებას, ნაზი ჯანეზაშვილმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე პასუხის გაცემა უჭირს.
მასალის გამოყენების პირობები






