საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე დარწმუნებულია, რომ "ქართული ოცნება“ შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე.
"შესაძლოა, ეს იყოს რთული გარდაქმნების პერიოდი, მაგრამ „ქართული ოცნება“ პარლამენტში ფლობს და შეინარჩუნებს მყარ უმრავლესობას საპარლამენტო არჩევნებამდე,"-აცხადებს თალაკვაძე.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ოპოზიციის მხრიდან გამოთქმულ შეფასებასაც ეხმაურება, რომელიც ე.წ. ფეიკ ოპოზიციის შექმნას შეეხება.
არჩილ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ამ მოსაზრებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან საზოგადოება ყველაფერს აანალიზებს და იცის, თუ რა არის ნამდვილის ოპოზიცია.
"ქართულმა ოცნებამ" საკონსტიტუციო უმრავლესობა დაკარგა. მმართველი გუნდის რიგები გასულ კვირას უკვე დატოვეს ეკა ბესელიამ, ლევან გოგიჩაიშვილმა და ბექა ნაცვლიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






