ქართული IDF - ჩიკაგო მესამე საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესს უმასპინძლებს
პოლიტიკა - 17:35, 24 Feb, 2019     675

2 აპრილს, ჩიკაგოში, საერთაშორისო ბლოკჩეინ კონგრესი გაიმართება. ღონისძიებიება წელს მესამედ ტარდება და მისი ორგანიზატორი "ინოვაციებისა და განვითარების ფონდის" (IDF) ამერიკის ბიუროა.

საერთაშორისო კონგრესში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, 50 ზე მეტი სპიკერი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ფონდის დამფუძნებელი, გიორგი ვაშაძე.

"უკვე მესამე წელია, საერთაშორისო კონგრესი ტრადიციად ვაქციეთ და სფეროს სპეციალისტებს ჩიკაგოში ვმასპინძლობთ. ინტერესი და ჩართულობა საკმაოდ დიდია. საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, განვიხილავთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა კრიპტოვალუტა, გადახდის სამომავლო მეთოდები, ბიტკოინი, ბლოკჩეინ ეკონომიკა, მისი როლი მედიცინაში და სხვადასხვა სფეროს განვითარებაში. კიდევ ბევრ საინტერესო თემაზე გვექნება მსჯელობა. მოხარული ვიქნები, თუ მსგავსი სახის დისკუსიები საქართველოშიც გაიმართება. "– განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

2018 წელს, ბლოკჩეინ კონგრესი, ამერიკის შეერთებულ შტატებში 9 თებერვალს გაიმართა და მასში, ქართველ ექსპერტებთან ერთად, საერთაშორისო სპეციალისტებიც იყვნენ წარმოდგენილნი.

"ინოვაციებისა და განვითარების ფონდი" გიორგი ვაშაძის ხელმძღვანელობით 2014 წელს დაფუძნდა. ის მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში აქტიურად მიღვაწეობს და ამ დროისთვის, ფონდის ოფისები თბილისში, კიევსა და ჩიკაგოში ფუნქციონირებს. ჩრდილოეთ ამერიკის ოფისს, გივი ჩიქოვანი ხელმძღვანელობს. ფონდის მიერ უკრაინაში უკვე განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, მათ შორის იუსტიციის სახლები – "გოტოვო". მისივე ინიციატივით შეიქმნა ანტიკორუფციული ბიურო და მომზადდა კანონპროექტი ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნის თაობაზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42