"ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი... შიში თქვენსკენ არის და ეს შიში გეტყობათ" - მურთაზ ზოდელავა ზვიად კუპრავას დაპატიმრებაზე
პოლიტიკა - 12:15, 24 Feb, 2019     1088
გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას ერთერთი ლიდერის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, ზვიად კუპრავა მისი პოლიტიკური აქტიურობისთვის დააკავეს.

„თვალ-ყურს ვადევნებთ გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას, რომელიც აწარმოეს ზვიდა კუპრავასთან მიმართებაში. ის არის გამორჩეული ლიდერი ოპოზიციის და ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ მას დასჯიდნენ იმიტომ რომ ის იყო აქტიური. გახარიას უწყებამ მიიღო ეს დავალება, როგორც ყოველთვის ივანიშვილისგან და მათ ყველაფერი მოიმოქმედეს იმისთვის, რომ გაენეიტრალებინათ ის და მოეთავსებინათ ციხეში. ეს მოხდა იმავე მექანიზმით, რომელსაც ამ ბოლო პერიოდში იყენებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ეს არის 2 აბსურდული ბრალის მექანიზმი. პირველი აბსურდული ბრალის დროს ხდება გირაოს შეფარდება და შემდეგ მეორე აბსურდული ბრალის საფუძველზე ხდება ამ გირაოს გაუქმება და მსხვერპლის, ამ შემთხვევაში ზვიად კუპრავას დაკავება," - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

მისი თქმით, ეს მექანიზმი გამოიყენეს დავით კირკიტაძის შემთხვევაშიც და მომავალშიც გამოიყენებენ სხვა ოპოზიციურ ლიდერებთან მიმართაც, რადგან ქართულ ოცნებას გააჩნია შიში და პირველ რიგში ხალხის უკმაყოფილების შიში და ისინი ცდილობენ გაანეიტრალონ ის ადამიანები, რომელთაც აქვთ უნარი იყვნენ აქტიურები ასეთ პერიოდში, - აცახდებს ზოდელავა.


ზოდელავა ასევე აცხადებს, რომ ასეთი მეთოდებით ივანიშვილი და ქართული ოცნება ვერ მიაღწევს მიზანს.

„ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ, ბატონო გახარია, არავის ეშინია თქვენი. შიში თქვენ გეტყობათ, რაც ხდებოდა ბოლო 48 საათის განმავლობაში. შს სამინისტროს დაეტყო, რომ კუპატარაძე, ეს ცნობილი ზონდერი აღარ არის სამინისტროში და ეტყობა გახარია მოძიების პროცესში იყო ახალი ზონდერის და ეს მოახერხეს 48 საათის გნმავლობაში.“- განაცხადა ზოდელავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42