"კლანის წევრი მოსამართლეებისთვის მანტიის შეკერვა" - გიორგი მშვენიერაძე კობახიძეს პასუხობს
პოლიტიკა - 16:14, 23 Feb, 2019     963
არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარე, გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ ირკალი კობახიძე ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული შეხედულებები აქვს, ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მოიაზრებს.

„პარლამენტის თავმჯდომარე ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერად მიიჩნევს ყველას, ვისაც მისგან განსხვავებული აზრი გააჩნია. ასეთად მიიჩნევს, მაგალითად, ანა დოლიძეს, რომელიც გრიგოლ ვაშაძის ოპონენტი იყო და არ უჭერდა მხარს და მისი საწინააღმდეგო პოზიციები ჰქონდა. ასეთ ადამიანად მიიჩნევს ყოფილ თანაგუნდელებს, მაგალითად, ბატონ გოგიჩაიშვილს და ქალბატონ ეკა ბესელიას და ბუნებრივია, ასეთად მიმიჩნევს მეც. ის ყველას მიიჩნევს მტრად, ნაციონალური მოძრაობის წევრად. ხატებაა მისთვის ნაციონალური მოძრაობა, როგორც მტრის და მოქმედებს პრინციპით, ვინც ჩვენთან არ არის, ჩვენი მტერია,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.

გიორგი მშვენიერაძე კიდევ ერთხელ განმარტავს გუშინდელი შეხვედრის პროტესტის ნიშნად დატოვების მიზეზს.

„რაღა აზრი ჰქონდა ამ სამუშაო ჯგუფში ყოფნას, თუკი ყველა პრინციპულ საკითხზე გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს პარლამენტის თავმჯდომარეს და ის ამ პოზიციების დათმობას არ აპირებს. სინამდვილეში გამოდის, რომ ეს კანონპროექტი, რომელიც იყო არის არა პროცედურები და კრიტერიუმები, რომლებმაც ღირსეული მოსამართლეების ნომინირება უნდა განაპირობოს უზენაეს სასამართლოში შესარჩევად, არამედ ეს უკვე არის განსაზღვრული კლანის მიერ მხარდაჭერილი ან კლანის წევრი მოსამართლეებისთვის მანტიის შეკერვა,“ - განაცხადა გიორგი მშვენიერაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42