"პოლიტიკური სპექტაკლი" - კობახიძე ამბობს რომ გიორგი მშვენიერაძე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული
პოლიტიკა - 13:51, 23 Feb, 2019     1307

პარალმენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ გიორგი მშვენიერაძემ, გუშინდელი ბოიკოტით პოლიტიკური სპექტაკლი დადგა.

გუშინ არასამთავრობოების ნაწილმა მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებზე მომუშავე ჯგუფის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

კობახიძის თქმით, გიორგი მშვენიერაძე სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ კამპანიაში იყო ჩართული.

„ეს არის ის გიორგი მშვენიერაძე, რომელიც იყო პირდაპირ ჩართული, მაგალითად, წინასაარჩევნო კამპანიაში სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამ ადამიანის და შესაბამისად, ამ ძალების პოლიტიკური ინტერესი არის თვალსაჩინო, ისინი იბრძოდნენ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, ისინი იბრძვიან კონკრეტული პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე. მე შეგახსენებთ, რომ ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ბატონი გიორგი სხდომის დატოვების თაობაზე, მას უკვე დილას ჰქონდა გაკეთებული განცხადება იმის თაობაზე, რომ მოგვიანებით დატოვებდა სხდომას, არა პირდაპირი ფორმით, მაგრამ ის მოუწოდებდა ასევე სხვა მხარეებს, მათ შორის, საერთაშორისო პარტნიორებს, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ სამუშაო პროცესში. ეს არის ბუნებრივი პოლიტიკური სპექტაკლი და როდესაც გეწოდება არასამთავრობო ორგანიზაცია, ბუნებრივია, არ უნდა მონაწილეობდე პოლიტიკურ სპექტაკლებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ეტაპზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმების ჩამოსაყალიბებლად მიმდინარეობს მსჯელობა.

„ჩვენი ამოცანა არის ის, რომ გავწეროთ მკაფიო პროცედურა და კრიტერიუმები და ეს იქნება უზრუნველყოფილი ჩვენ მიერ და საბოლოო ჯამში, ეს უზრუნველყოფს იმას, რომ მიღებული იქნება ისეთი გადაწყვეტილება, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევასთან დაკავშირებით, როგორიც არის ქვეყნის ინტერესების და არა გიორგი მშვენიერაძის და ნაციონალური მოძრაობის ინტერესებში,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42