ასე მოხდა ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის კენჭისყრის დღესაც, როცა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის დეპუტატებს ბიძინა ივანიშვილის სახელით მესიჯი გაუგზავნა. მასში ეწერა, რომ ეკა ბესელიას ინიცირებული კანონპროექტის მხარდაჭერა "ქართული ოცნების" და საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებას ნიშნავდა.
"კონსტიტუციისა და პოლიტსაბჭოს პოზიციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მხარდაჭერა, მით უმეტეს იმ პარტიასთან კონსენსუსით, რომელიც ჩვენ ყველამ ერთად ჩავაბარეთ წარსულს 2012 წელს, არის კონსტიტუციისა და პარტიის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად, კანონპროექტის მხარდაჭერა ნიშნავს გადაწყვეტილების მიღებას პარტიისა და საპარლამენტო უმრავლესობის რიგების დატოვების შესახებ" - წერია მესიჯში, რომელიც "ტაბულას" წყარომ მიაწოდა.
უმრავლესობის დეპუტატები არ უარყოფენ, რომ პარლამენტის სპიკერისგან მოკლეტექსტური შეტყობინება მიიღეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობენ.
ამასთან "კურიერი" ბესელია-ივანიშვილის შეხვედრის დეტალებზეც საუბრობს.
არსებობს ვერსია, რომ ბესელიასა და ივანიშვილს შორის პოლიტიკური გარიგება შედგა. ეკა ბესელიამ, რომელიც ხელისუფლებაში ყოფნის მეშვიდე წლისთავზეც ყველაფერს ნაციონალური მოძრაობის ცხრაწლიან პერიოდს აბრალებს, გუნდიდან წავიდა, შესაძლოა, ასეთივე პოლიტიკური განწყობის ადამიანები შემოიკრიბოს, შემდეგ კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშე გახდეს. ვერსიის თანახმად, ქართული ოცნების თავმჯდომარე კი პოლიტიკურ მოედანზე ორი გუნდით იასპარეზებს.
კურიერის კითხვაზე, იქნება თუ არა ბესელია ივანიშვილის სათადარიგო მოთამაშე, დეპუტატმა პირდაპირ არ უპასუხა და აღნიშნა, რომ 2020 წელს უნდა დაველოდოთ.
იხილეთ "შაბათის კურიერის" სიუჟეტი
i
მასალის გამოყენების პირობები






