ზუგდიდის მუნიციპალური კომპანიის დირექტორი და მისი მეუღლე ადგილობრივ ტენდერებს იგებენ - TI-სავარაუდო კორუფციის ფაქტზე საუბრობს
პოლიტიკა - 15:31, 23 Feb, 2019     806

ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის” დირექტორის, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის, ეკატერინე ქებურიას წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიები - „ზუგდიდავტოტრანსჯორჯია”, „ზუგდიდავტოტრანსი” და „სუფთა ქალაქი” ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტენდერებში იმარჯვებენ - ამის შესახებ ინფორმაციას „საერტაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს:

„ბადრი ნემსაძე „ზუგდიდის მუნიციპალურ ტრანსპორტს” 2008 წლიდან ხელმძღვანელობს.

ჯამში, სამივე კომპანიასთან 2011-2018 წლებში შემსყიდველ ორგანიზაციებს ტენდერებისა (567 188 ლარის ღირებულების 59 ტენდერი) და პირდაპირი შესყიდვების (125 035 ლარის ღირებულების 125 პირდაპირი შესყიდვა) გზით 692 223 ლარის ღირებულების ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული. ამასთან, 431 106 ლარის შემოსავალი ამ კომპანიებმა იმ პერიოდში მიიღეს, როცა მათი მეწილე/დირექტორი ბადრი ნემსაძე ან მისი მეუღლე იყო. ჯამში აღნიშნულ კომპანიებს უშუალოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან და ზუგდიდის მუნიციპალურ იურიდიული პირებთან ტენდერებისა (508 741 ლარი) და პირდაპირი შესყიდვების (105 760 ლარი) სახით 614 502 ლარის ღირებულების ხელშეკრულბები აქვთ გაფორმებული.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბადრი ნემსაძეს მისი და მეუღლის კუთვნილი წილების შესახებ 2018 წლის 28 მარტს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს, რაც საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესახებ კანონის მოთხოვნათა დარღვევაა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” შეფასებით, ბადრი ნემსაძისა და მისი მეუღლის წილობრივ მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვება და ზემოთ მოყვანილი გარემოებები წარმოშობს ეჭვს პროცესის გამჭვირვალობასთან და შემსყიდველი ორგანიზაციების მიუკერძოებელ მიდგომასთან დაკავშირებით.

შესაბამისად მოვუწოდებთ:

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტისა და ინსპექტირებისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურებს, დროულად შეისწავლონ ზემოხსენებული კომპანიების მიერ ტენდერებში გამარჯვების საკითხი;

საჯარო სამსახურის ბიუროს, შეისწავლოს ბადრი ნემსაძის ქონებრივი დეკლარაცია და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42