ემბრიონს უნდა ჰქონდეს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი - საპატრიარქო საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს
პოლიტიკა - 18:16, 22 Feb, 2019     1118
საპატრიარქო ითხოვს, რომ ემბრიონს მიენიჭოს მუცლად მყოფი ბავშვის სტატუსი. ამის შესახებ განცხადებები სამების საკათედრო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში აბორტის თემაზე მსჯელობისას გაკეთდა. შეხვედრას პარლამენტის დეპუტატებიც ესწრებოდნენ.


აბორტის თემაზე მომუშავე ჯგუფი, რომლის შემადგენლობის უმრავლესობასაც სასულიერო პირები შეადგენენ აღნიშნულ თემაზე საკანონმდებლო ცვლილებას ითხოვს. თუმცა დეპუტატების თქმით საკანონმდებლო ცვლილებები ამ საკითხზე არ იქნება.

საპატრიარქოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენელის მამა გიორგი ფირცხელანის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოება ორმაგი სტანდარტით მოქმედებს.

„ეკლესია, ბავშვს ყოველთვის მიიჩნევდა პიროვნებად ჩასახვისთანავე. იმისთვის, რომ ქალს გაადვილებოდა აბორტის გაკეთება, ამ მანიპულაციას დაარქვეს პროცედურა, ხოლო აბორტის გამკეთებელს ექიმი. მოწყობილი იყო ყველაფერი იმისთვის რომ გაადვილებულიყო აბორტი. საზოგადოება, აბორტის შემთხვევაშიც კი, ქალს მაინც აღიქვამდა მზრუნველ დედად. ეს ორმაგი სტანდარტები დამახასიათებელია ბოროტებისთვის. ეს არის საშინელი ძალადობა, როცა ბავშვის არსებობის ყველაზე ბედნიერ, მუცლადყოფნის ხანაში, შეითქმებიან ზრდასრული ადამიანები მის წინააღმდეგ და უსწრაფებენ სიცოცხლეს“- განაცხადა მამა გიორგი ფირცხელანმა.

განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მარიამ ჯაშის თქმით აბორტების აკრძალვას წარუმატებელი საერთაშორისო გამოცდილება აქვს:

"ვფიქრობ მნიშვნელოვანია, რომ აბორტი ჩავანაცვლოთ უსაფრთხო, ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატების მოხმარებით. მკაცრი აკრძალვა არ არის გამოსავალი.“- განაცხადა მარიამ ჯაშმა.


ფოტო - რადიო თავისუფლება





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42