დეკანოზი გიორგი მამალაძე ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს - პენიტენციური სამსახური ინფორმაციას აქვეყნებს
პოლიტიკა - 16:28, 22 Feb, 2019     857
მსჯავრდებული გიორგი მამალაძე ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრიდან N18 პენიტენციურ (სამკურნალო) დაწესებულებაშია გადაყვანილი - ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პენიტენციურ დაწესებულებაში გიორგი მამალაძე ყველა იმ სამედიცინო პროცედურას გაივლის, რაც სამოქალაქო სექტორის კლინიკაში ჩატარებული ექიმთა კონსილიუმის დასკვნით არის რეკომენდებული.

"შეგახსენებთ, რომ მსჯავრდებული N9 პენიტენციური დაწესებულებიდან ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მიმდინარე წლის 15 თებერვალს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა წინასწარი დიაგნოზით თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გარდამავალი მოშლა, ჰიპერტონული კრიზი. ჩატარდა სხვადასხვა სახის სამედიცინო გამოკვლევები. მათ შორის ორჯერ გაკეთდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფიული გამოკვლევა (ერთხელ კლინიკაში მოთავსებისთანავე, ხოლო მეორედ - 16 თებერვალს, დინამიკაში დაკვირვების მიზნით). 17 თებერვალს მსჯავრდებულს თავის ტვინის და ხერხემლის MRT გამოკვლევა ჩაუტარდა. აღნიშნული გამოკვლევებით თავისა და ზურგის ტვინში მწვავე კეროვანი პათოლოგია არ გამოვლენილა.

ჩატარებული გამოკვლევების საფუძველზე 18 თებერვალს გაიმართა ნევროლოგების კონსილიუმი, რომლის დასკვნის თანახმად, მოცემულ ეტაპზე თავის ტვინის ორგანული დაზიანების ნიშნები გამოვლენილი არ ყოფილა.

20 თებერვალს ჩატარდა ნევროლოგების, ფსიქოლოგებისა და ფსიქიატრების კონსილიუმი. ჩივილების, დაავადების ანამნეზის, ფსიქიკური სტატუსის, გამოკვლევების მონაცემების გათვალისწინებით ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში მსჯავრდებულს დაესვა დიაგნოზი დისოციაციური მოტორული აშლილობა. კონსილიუმის დასკვნაში მითითებულია, რომ პაციენტი უჩივის მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების მოძრაობის უნარის და სენსორული შეგრძნებების დაკარგვას, რისი ორგანული საფუძველიც გამოკვლევებით არ დადგინდა. კონსილიუმის დასკვნის თანახმად, გასათვალისწინებელია ისიც, რომ გიორგი მამალაძე 2 წელია იმყოფება ფსიქოლოგიური სტრესისა და იზოლაციის მდგომარეობაში. კონსილიუმის დასკვნით, აღნიშნული ნოზოლოგიის მკურნალობის ძირითადი მეთოდია ფსიქოთერაპია, ხოლო ფარმაკოთერაპია გამოიყენება თანმხლები დარღვევების (მაგალითად დეპრესიის, ან შფოთვის) სიმპტომების რედუქციის მიზნით. გარკვეული პოზიტიური გამოცდილება დადასტურებულია ფიზიოთერაპიული ინტერვენციებიდან, რაც ხორციელდება თავდაპირველად სტაციონარულად, ხოლო შემდგომ ამბულატორიულად. ექიმთა კონსილიუმმა აღნიშნა, რომ ამ დიაგნოზის მქონე პაციენტის მართვის უფლება, კომპეტენციების შესაბამისად, ასევე აქვს ნევროლოგს, რაც პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, უფრო მიზანშეწონილად შეიძლება ჩაითვალოს.

კონსილიუმის მოცემული დასკვნის შესაბამისად, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სტაციონარში გადაყვანის შესახებ, როგორსაც წარმოადგენს პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულება, სადაც მას ექიმების მიერ რეკომენდებული მკურნალობა ჩაუტარდება" - აღნიშნულია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42