პარლამენტში საპენსიო რეფორმის შესახებ დეპუტატ ბექა ნაცვლიშვილის კანონპროექტს განიხილავეს. დეპუტატებმა ბექა ნაცვლიშვილის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა.
გასახლილველი საკითხის გკენჭისყრაზე გამოტანამდე, ბექა ნაცვლიშვილმა თანაგუნდელებს მიმართა.
„ჩვენი საპენსიო სისტემა, რასაც ჩვენ გთავაზობთ აგრეთვე გულისხმობს 2+2+2 შენატანს. ანუ აქაც დამსაქმებელი იხდის 2 პროცენტს, სახელმწიფო უმატებს 2 პროცენტს და დასაქმებულიც იხდის 2 პროცენტს, ოღონდ მთავრობის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის შემთხვევაში, მთელი ეს თანხა მიდიოდა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე. ჩვენს შემთხვევაში, მთავრობის და დამსაქმებლის მეირ შენატანი 2-2 პროცენტით წავა სოლიდარობის ანგარიშზე, 2-ზე მეტი პროცენტი წავა ინდივიდუალური დაგროვების ანგარიშზე,“ - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ნაცვლიშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტი მის ინიციატივას მხარს არ დაუჭერს, ის უმრავლესობას დატოვებს. თუ ასე მოხდა,. „ართული ოცნება“ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს.
მასალის გამოყენების პირობები






