კუპრავა - გახარიას დილემა - შსს კომენტარს არ აკეთებს
პოლიტიკა - 14:50, 22 Feb, 2019     1163
"სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ამ დრომდე "გაერთიანებული ოპოზიციის" შტაბში იმყოფება.

მიუხედავად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებისა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციონერ აქტივისტს აღკვეთის ღონისძიება, გირაო პატიმრობით შეეცვალა, მასთან სამართალდამცავები ამ დრომდე არ მისულან.

შს მინისტრი გახარია აშკარად დილემის წინაშე დგას. კუპრავა, რომელსაც სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა, აცხადებს, რომ ის არავის ემალება და გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში იმყოფება, მიუხედავად იმისა, რომ კუპრავამ მისი ადგილსამყოფელი თავდვე გაასაჯაროვა, ჭავჭავაძის 29 ნომერში ამ დრომდე სამართლადამცავები არც გამოჩენილან და არც განცხადებას აკეთებენ.
"ნიუპოსტი" დილიდან ცდილობს შს სამინისტროს ოფიციალური კომენტარის მოპოვებას, შეასრულებს თუ არა ან რატომ არ ასრულებს გახარიას უწყება სასამართლოს გადაწყვეტილებას, თუმცა სამინისტროში აღნიუშნულ საკითხზე კომენტას არ აკეთებენ.
"ამ ეტაპზე ვერაფერს გეუბნებით"- გვითხრეს უყწებაში.
თავად კუპრავა ხელისუფლებას მიმართავს და სასამართლოდან მისი საქმეების დაუყოვნებლივ გაწვევას ითხოვს.

"სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელი ასევე მიმართავს დიპლომატიურ კორპუსს და არასამთავრობო ორგანიზაციებს გაეცნონ მის საქმეებს და შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.

ოპოზიცია და კუპრავას ინტერესების დამცველები სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებას აღმკვეთი ღონისძიების შეცვლასთან დაკავშირებით პოლიტიკურ მოტივს უკავშირებს.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42