„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ მზად ვართ საქართველოსთან მოსალაპარაკებლად, როგორც პირდაპირ, ასევე შუამავლების მეშვეობთ. პირველ რიგში ჩვენ რა თამა უნდა გვინდა, რომ შუამავალი რუსეთი იყოს. ამავე დროს ჩვენი მხრიდან არსებობს მთავარი მოთხოვნა, რომელიც ქართულმა მხარემ უნდა შეასრულოს. კიდევ ერთხელ: საქმე ეხება ძალის გამოუყენებლობის შესახებ მემორანდუმს. სამხრეთ ოსეთის ხალხი დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ქართულ მხარეს აქვს პასუხისმგებლობა მსობლიო თანამეგობრობის წინაშე და ამ მემორანდუმის სახით და ისინი სამხედრო ძალას არ გამოიყენებენ. სანამ ეს არ შესრულდება, ჩვენ არაფერზე გვაქვს სალაპარაკო, იმ შემთხვევაშიც კი თუ ერთმანეთს შევხვდებით.“- განაცხადა ბიბილოვმა.
ბიბილოვმა ქართული მხარე ე.წ საზღვარზე პროვოკაციების მოწყობაში დაადანაშაულა, მისი თქმით ხდება საზღვრის გამყოფი ბოძების და ტრაფარეტების დაზიანება.
მასალის გამოყენების პირობები






