როგორც "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელმა მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას აღნიშნა, ივანიშვილის გუნდის ხელისუფლებიდან წასვლა გარდაუვალია.
„ქართული ოცნება“ არამხოლოდ საკონსტიტუციო უმრავლესობას დაკარგავს, არამედ, ძალიან მალე დაკარგავს ხელისუფლებას და ეს გარდაუვალია,“ - ასე გამოეხმაურა უმრავლესობაში მიმდინარე მოვლენებს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია.
„რომ დავაკვირდეთ, რითია დაკავებული „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში, არაფერით, გარდა შიდა კინკლაობისა.
ვინმეს ახსოვს რომელიმე ლიდერის მხრიდან პენსიონერის ხსენება? ან მაგალითად, რა უნდა ვთქვათ, როცა კომუნალური გადასახადები თვიდან თვემდე მატულობს.
„ქართული ოცნების“ დაშლა არის გარდაუვალი, რომელიც დაგვირგვინდება მათი მარცხით უახლოეს პერიოდში", - აღნიშნა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






