უპირობო გენიოსი... ეპოქალური მოვლენა - უცნობი რეზო ესაძე
პოლიტიკა - 01:23, 23 Feb, 2019     5070
ქართველი კინორეჟისორის, სცენარისტის, მსახიობის, მხატვრისა და პოეტის რეზო ესაძის ნამუშევრების გამოფენა და კატალოგის პრეზენტაცია გაიმართა 21 თებერვალს, სახვითი ხელოვნების მუზეუმში.

გენიალურ რეჟისორს, 85 წლის იუბილესთან დაკავშირებით კინო "რუსთაველის" წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

როგორია ის რეზო ესაძე, რომელსაც ჩვენ არ ვიცნობთ, როგორიც ჩვენ არ გვინახავს... "უპირობო გენიოსი, ეპოქალური მოვლენა..." - ეს პირველი სიტყვებია, რომელიც "ნიუპოსტთან" ინტერვიუში რეჟისორის შვილის, მინდია ესაძის მეუღლემ, მარიამ გუგუშვილმა გვითხრა. ის რეზო ესაძის ოჯახში 25 წლის წინ შევიდა. ამბობს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპზე აუცილებლად დაწერს წიგნს - "ორი ვარსკვლავოსანი მამა". მარიამი ცნობილი ქართველი საოპერო მომღერლის თემურ გუგუშვილის შვილია, რომელსაც ზუსტად შარშან 2018 წლის თებერვალში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს.

მაშ ასე... რეზო ესაძე...

"რამდენიმე გენიოსის ჰარმონიული შერწყმა ერთ პიროვნებაში. ვერ გეტყვით, რომელი უფრო დიდია - რეჟისორი თუ მსახიობი, პედაგოგი, მწერალი, პოეტი თუ მხატვარი. არ მგონია, მის სიდიადეს რამე დაჰკლებოდა, მხოლოდ ერთი მათგანი რომ ყოფილიყო. ხანდახან წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა ამდენი რამ შექმნას. მაგრამ (მართლაც) ზოგადად ნიჭიერი კაცი, ყველაფერში ნიჭიერია და რეზო ესაძე უბრალოდ ნიჭიერი კი არა, ზე-ნიჭიერია. და ამ ყველაფერთან ერთად თავის ქვეყანაზე საქართველოზე უსაზღვროდ შეყვარებული, გულანთებული პატრიოტია. მის თითქმის ყველა ნამუშევარში იკითხება სევდა, დარდი და ფიქრი სამშობლოზე. რამდენჯერ მინახავს სანთლით ხელში თავის ოთახში ქვეყანაზე და ხალხზე გულმხურვალედ მლოცველი, შეწუხებული და ტკივილით სავსე. თუ არა თავდავიწყებამდე სიყვარული და ვალდებულების გრძნობა, რა დააჭერინებდა ხელში იარაღს და წაიყვანდა აფხაზეთში ადამიანს, რომელსაც კაცისთვის სროლა და მოკვლა კი არა, ყვავილის მოწყვეტაც კი ცოდვად მიაჩნდა? მხოლოდ ამით აიხსნება ის სიგიჟე, როცა გულის ოპერაციის გაკეთების შემდეგ გამთენიისას თბილისში ჩამოფრენილი, სახლში კი არა, რუსთაველზე მივიდა და მოშიმშილეების გვერდით დადგა. ესაა ის „უცნაური ესაძე“, (როგორც მიხაილ რომი ეძახდა), რომელსაც ქართველმა ხალხმა სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად ვარსკვლავი გაუხსნა. მე თუ მკითხავთ, ცოტა დაგვიანებით... გამოფენის და მისი ნახატების კატალოგის გამოცემის იდეა მინდიას ეკუთვნის, მან აიღო ამ საქმის ორგანიზება თავის თავზე და ბოლომდე მიიყვანა.


25 წელზე მეტი რეზო ესაძესთან ერთად


საუკუნის მეოთხედზე მეტია ვიცნობ და ასე თუ ისე მის სამყაროშიც შემიჭვრიტავს. მინახავს სახლში მზრუნველი მეუღლის და მოსიყვარულე მამის ამპლუაში, მინახავს მიტინგზე - მტკიცე და შეუვალი თავის რწმენასა და გადაწყვეტილებაში, მინახავს და მიმუშავია (მქონდა ბედნიერება) მასთან გადაღების მოედანზე, სადაც იგი ჯადოქარია, ოსტატია; მინახავს სამუშაო მაგიდას მიმჯდარი მორიგი შედევრის შექმნის პროცესში, მინახავს თოხით ხელში მიწაზე მომუშავე, მინახავს პატარა შვილიშვილებთან, ძირითადად რეზიკოსთან მოთამაშე, რადგან მაშინ ერთად ვცხოვრობდით, მინახავს ეკრანზე, სცენაზე, მინახავს აუდიტორიაში უმაღლესი სარეჟისორო კურსის წაკითხვისას, როცა თითოეული ლექცია ზეიმი იყო, იმხელა მუხტი იგრძნობოდა, მონუსხულები ვისხედით და ვუსმენდით რეზოს თითოეულ სიტყვას, სათქმელის თქმის და მდგომარეობის ახსნის რეზოსეულ ფანტასმაგორიულ ხერხებს ... და ყველგან წრფელია, ალალია, კეთილია, ბავშვურია, ბრძენია, პატარასთან პატარაა და დიდთანაც პატარაა იმდენად დიდია მისი შინაგანი სამყარო... იმდენად უკიდეგანოა მისი სულიერება...

ხან დულსინეას მეძახდა და ხან - გიტლერას (საშინლად არ უყვარდა წამლების დალევა, მაგრამ მე რომ ვთხოვდი, ხათრს ვერ მიტეხდა, უარს ვერ მეუბნებოდა და მერე გიტლერად მომიხსენიებდა), ხან კალიას (რადგან ერთ დროს ძალიან გამხდარი ვიყავი და გრძელფეხება კალიასავით წვრილი კიდურები მქონდა) და ხანაც - აბდალას: - რას იღრიჭები აბდალასავით და აყვლიპინებ მაგ შავ თვალებს, გოგო? - მეტყოდა ხოლმე, როცა მის მიერ საოცარი იუმორით მოყოლილ ამბავზე ვიცინოდი. რაც არ უნდა დაეძახა, ისეთ დიდ სიყვარულს და მოფერებას ჩააქსოვდა, ისეთნაირად იტყოდა, მხოლოდ მას რომ შეეძლო, - ტკბილად, ძალდაუტანებლად. რამდენჯერ უთქვამს მეუღლისთვის: - ციცი, ორი ბიჭი გვყავს და სულ გოგოზე ვოცნებობდით, რა ბედნიერებაა, ახლა უკვე გოგოც გვყავსო. მახსოვს რამდენიმე კვირის გათხოვილი ვიყავი, გვესტუმრნენ რეზოს დიდი ხნის მეგობარი, უდიდესი მხატვარი ჯიბსონ ხუნდაძე და მისი მეუღლე. მათ შვილსაც არცთუ დიდი ხნის წინ ჰყავდა ცოლი შერთული, ოღონდ იტალიელი გოგო და ძირითადად იტალიაში ცხოვრობდნენ. ჯიბსონმა დანანებით აღნიშნა: პირველად ვნახე მამამთილი და დედამთილი რძალს კალთაში ისვამდნენ, თქვენ მართლაც ქალიშვილი შეგიძენიათ, აბა ჩვენ ერთი ბიჭი გვყავს და ისიც გვენატრებაო.
























წერილი სამშობიაროში...

როცა რეზოს პირველი შვილიშვილი შეეძინა მისი მოსახელე ასევე რეზო ესაძე, ისეთი წერილი მომწერა სამშობიაროში, გული ამიჩუყდა და იმდენი ვიტირე, მთელი დღე თვალები დასიებულ-დაწითლებული მქონდა. მას მერე 25 წელი გავიდა, მაგრამ იმ წერილზე დღესაც ვერ ვიკავებ ცრემლებს. მაშინ მეგონა, რომ სულ ასეთი ახალგაზრდები ვიქნებოდით, ჩვენც და ჩვენი მშობლებიც.

რეზი ამჟამად გერმანიაში სწავლობს, ჰაიდელბერგში. ძალიან წუხს, რომ ვერ ჩამოვიდა ბაბუს ვარსკვლავის გახსნაზე, რადგან ყველაფერი რაც იცის, კარტის, ჭადრაკის თამაშით დაწყებული, მანქანის ტარება, ხატვა და რაც მთავარია ადამიანობა, ბაბუამ ასწავლა.

თემიკო კი 15 წლისაა, სწავლობს ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. სულ გულდაწყვეტილია, ამბობს ხოლმე, მე რატომ არ დავიბადე რეზიზე ადრე, ბაბუსთან უფრო მეტი დრო რომ გამეტარებინაო...





























სიბერე უსამართლობაა გენიოსისთვის!


18 თებერვალს 85 წლის იუბილე მივულოცე: - ცუდი ყოფილა სიბერე, ცუდი! - მითხრა გულდაწყვეტილმა. მე კი მგონია, ცუდი კი არა, უსამართლობაა!!! ასეთი გენიოსის შემთხვევაში ცხოვრებისეული კანონზომიერება უნდა დაირღვეს, უნდა შეჩერდეს სიბერის პროცესი, რაც შეიძლება დიდხანს უნდა ჰქონდეს საშუალება დაიხარჯოს, ქმნას, წეროს, ხატოს... ახლა ვხვდები, რატომ ეძინა ძალიან ცოტა, - ენანებოდა დრო ძილისთვის...

რამდენი რამის გახსენება შეიძლება. ბოლო წლებია ვფიქრობდი, დამეწერა ბიოგრაფიულ-დოკუმენტურ-ლიტერატურული ჩანახატი სახელად „ორი მამა“. ალბათ, როდესმე ცოტა ასაკში, მემუარების წერას რომ იწყებენ ხოლმე, მაშინ დავწერ და გამოვცემ წიგნს ცოტა შეცვლილი სახელით - „ორი ვარსკვლავოსანი მამა“ .


სპეციალურად "ნიუპოსტისთვის"







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42