საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვა, იგი საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი აღარ არის და პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელებას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით აპირებს.
ბესელიამ ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
"მე ვაპირებ, ბრძოლა გავაგრძელო ზუსტად და სწორედ იმ ადამიანებთან ერთად, ვინც არასდროს დაღლილა ამ ბრძოლაში, ვისაც არასდროს უღალატია ამ იდეალებისთვის, ვისაც არასდროს არ აურჩევია კომფორტი, თანამდებობა და არასდროს უთქვამს უარი საკუთარ პრინციპებზე. მე მათთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ბოლომდე მივიყვანთ, ჩვენ მივიყვანთ ბოლომდე იმ იდეალებს, რისთვისაც პირველი ოქტომბერი ამ ქვეყანაში მოვიდა“, - განაცხადა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






