თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელების საქმის ახალი დეტალები - რას ყვება კონსული
პოლიტიკა - 12:07, 22 Feb, 2019     1180
ქართველი ფეხბურთელების დაკავება თურქეთში - საქართველოს კონსული, კონსტანტინე კოტარია "ნიუპოსტთან" დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეები ქვეყნიდან გაუსვლელობის პირობით, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.

"ნიუპოსტის" ინფორმაციით, დაკავებულთა სასამართლო პროცესი გუშინ გაიმართა.

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ „ნიუპოსტს“ თურქეთში საკონსულოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

„დაკავებულები ამ ეტაპისთვის არ არიან... ისინი ამ წუთებში თავის გუნდთან ერთად, შეკრების ადგილზე იმყოფებიან. ვგულისხმობ, რომ საპატიმროში არ არიან. გვაქვს კონტაქტი გუნდის წევრებთან და ასევე სამართალდამცავ ორგანოებთან"- განაცხადა კოტარიამ.

კონსული სისხლის სამართლის საქმის დეტალებზე არ საუბრობს.

„არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. რახან სასამართლოშია საქმე, როგორც ჩანს რაღაცა იყო, რასაც თქვენ მეუბვნებით, რასაც ედავებიან, კი, ეს არის. ჩატარდება სასამართლო პროცესი და გაირკვევა ჭეშმარიტება"- თქვა კონსულა.

თურქეთში ქურდობის გამო დაკავებული ქართველი ფეხბურთელების შესახებ დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. Cnnturk-ის ინფორმაციით დაკავებულები არიან გ.ბ; კ.კ; პ.მ; დ.ს; გ.მ;

შემთხვევა გუშინ ანტალიის პროვინციაში, კონიაალთის რაიონში მდებარე სავაჭრო ცენტრში მოხდა. სპორტული ტანსაცმლის მაღაზიის კონსულტანტებმა ნივთების დაკარგვის შესახებ მაღაზიის დაკეტვის შემდეგ გაიგეს და პოლიციას აცნობეს. ვიდეოკამერების ნახვის შემდეგ კი ეჭვმიტანილებიც გამოავლინეს. ფეხბურთელების დაკავება ბელექში მდებარე 5 ვარსკვლავიან სასტუმროში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით ქართველი ფეხბურთელები თურქეთში ზამთრის შეკრებაზე რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42