ზვიად კუპრავა ამბობს, რომ მის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, შესაბამისად, იძულებულია, თავი გაერთიანებული ოპოზიციის შტაბს შეაფაროს:
„მინდა, მივმართო საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, საქართველოს პარლამენტს, გთხოვ გაეცნოთ ჩემს სისხლის სამართლის საქმეებს, გთხოვთ ჩაიხედოთ შიგნით, რა ვაქხანალია ტრიალებს. დარწმუნდებით, რომ მე ვარ რეპრესიული მანქანის და რეჟიმის მსხვერპლი. მე ვიდევნები ამ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით.
მე ვარ საქართველოს მოქალაქე, მაქვს უფლება, ვიცხოვრო ჩემს ქვეყანაში და არ ვიყო დევნის ობიექტი. გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში იძულებით ვიმყოფები, რადგან არ მაქვს შესაძლებლობა წავიდე სახლში და ვიყო ჩემს ოჯახთან ერთად.
მე მინდა ასევე, მივმართო საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაიწვიეთ ორივე სისხლის სამართლის საქმე სასამართლოდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენ მიიღებთ ასანჟს საქართველოში. ჩემს მიმართ ცალსახად ვაფიქსირებ, არ მიმდინარეობს სამართლებრივი დევნა, ჩემს მიმართ მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ეს არის დევნა ჩემი საქმიანობის გამო და ჩემი პილიტიკური აზრის გამო," - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მასალის გამოყენების პირობები






