"დღეს გამოჩნდა, რომ "ენმ"-სთან შეხმატკბილებული სწორედ კობახიძეები, ზარდიაშვილები და ოხანაშვილები არიან" - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 21:23, 21 Feb, 2019     916

ეკა ბესელიამ პლენარული სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, სწორედ, დღეს გამოჩნდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობასთან" შეხმატკბილებული უმრავლესობის წევრები არიან.

"ეს არის ლუსტრირება, რაც ხდება დღეს ჩვენს პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ინიციატივა იყო არამხოლოდ 9 დეპუტატის ხმა, ეს იყო ინიციატივა, რომელსაც ჩვენი საზოგადოების ძალიან დიდი უმრავლესობა უჭერდა მხარს. ირაკლი კობახიძით დაწყებული, ყველა იმ ადამიანით დამთავრებული, ვინც არ მისცა ხმა ამ ინიციატივას, მათ ასევე არ მისცეს ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ ძალადობრივ რეჟიმად გამოცხადებას. აი, ვინ არის კიდევ ერთხელ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეხმატკბილებული და ვინ არის თავისი ქმედებით იმ ძალადობრივ სისტემასთან გარიგებული. დღეს სიმბოლურია, რომ ეს ორი კენჭისყრა დაემთხვა ერთმანეთს. ჩემთვის დღევანდელი დებატები და სურათი აჯამებს იმ საკმაოდ მძიმე რეალობას, რაც ხდება ამ დღეების განმავლობაში. სამწუხაროდ, ვერც ირაკლი კობახიძემ, ვერც ზარდიაშვილებმა, ოხანაშვილებმა - ვერც ერთმა მათგანმა ვერ გაბედა ძალადობრივ რეჟიმად გამოეცხადებინათ სააკაშვილის რეჟიმი. ეს ადამიანები არიან, ვინც "ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ. დღეს ჩანს, რომ ე.წ. ძველი გვარდია არის ისევ იმ ღირებულებების სადარაჯოზე. ჩემთვის უკვე ყველაფერი ცხადია" - განაცხადა ეკა ბესელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42