უმძიმესი დასკვნა Freedom House-ისგან - საქართველო უფსკრულისკენ მიექანება - გიორგი ვაშაძე
პოლიტიკა - 19:03, 21 Feb, 2019     1970
„ახალი საქართველოს“ ლიდერი, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშს ეხმაურება. გიორგი ვაშაძის თქმით, ქვეყანაში დარღვეულია მართვის კონსტიტუციური მოდელი და საქართველო მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგას ყველა სასიცოცხლო მიმართულებით.


„ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის Freedom House-ის ანგარიში ადასტურებს იმას, რაზეც მუდმივად ვსაუბრობთ რიგითი მოქალაქეები, ოპოზიციური პარტიები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები. ქვეყანაში დარღვეულია მართვის კონსტიტუციური მოდელი - უფლებამოსილი თანამდებობის პირები გადაწყვეტილებებს ვერ და არ იღებენ, აღმასრულებელი ხელისუფლება არის სუსტი, არ ღებულობენ ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო გადაწყვეტილებებს, ხოლო საპარლამენტო კონტროლი - არაეფექტიანია.

სასამართლო სისტემაში არსებული მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს იმ ფონზე, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო გაუმჭვირვალე პროცედურებით, ტრადიციულად, რეპუტაციაშელახული მოსამართლეების პრივილეგირებას ახორციელებს, რაც კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესმა. საგანგაშოა, რომ კორუფცია, გაუმჭვირვალობა და პროფესიონალიზმის ნაკლი, რაზეც ყურადღება არის გამახვილებული დოკუმენტში, ქვეყნის განვითარების მთავარ ხელისშემშლელ ფაქტორად იქცა.

სასამართლო ხელისუფლება არ არის დამოუკიდებელი და იგი აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა.

ფრიდომ ჰაუსის ანგარიში თანხვედრაშია ჩვენს არაერთი განცხადებასთან იმის შესახებ, რომ ქვეყნის დემოკრატიული განვითარება საგრძნობლად შესუსტდა საპრეზიდენტო არჩევნების პროცესით, რომლის დროსაც ადგილი ჰქონდა ამომრჩველთა ხმების მოსყიდვას მმართველი პარტიის მიერ, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო უბნებთან "ქართული ოცნების" აქტივისტების სიებით მორიგეობას, რაც ქმნიდა დაშინების გარემოს.

საგანგაშოა სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის ნაკლი, რომელიც "რუსთავი 2"-ის საქმის მაგალითზე ანგარიშშია განხილული, რაც ასევე ადასტურებს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ხელშემშლელი პრობლემური მედია გარემოს არსებობას.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, Freedom House-ის ანგარიში არის უმძიმესი და ადასტურებს, რომ საქართველო მნიშვნელოვანი პრობლემების და გამოწვევების წინაშე დგას პრაქტიკულად ყველა სასიცოცხლო მიმართულებით. საქართველო უფსკრულისკენ მიექანება“- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42