პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების საკითხის განხილვისას ვერ ხედავს ვერანაირ აუცილებლობას სხდომას დაესწროს.
მისი თქმით, სხდომის წაყვანა ზვიად ძიძიგურის პრეროგატივა.
"განვიხილავთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებულ პროცედურასა და კრიტერიუმებს. მნიშვნელოვანი შეხვედრა დღეს დაიგეგმა, რადგან არ გვქონდა სხვა საშუალება სხდომის დაგეგმვისათვის. აქედან გამომდინარე, მიწევს იმ სხდომის წაყვანა. გავიგე, რომ იყო მოთხოვნა თუ თხოვნა დაყენებული, რომ ჩემი მონაწილეობით გაგრძელებულიყო პლენარული სხდომა, თუმცა ამასაც დასაბუთება სჭირდება, რატომ არის საჭირო ჩემი ყოფნა, არ ვიცი. ჩემი გზავნილი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავბრუნდე დარბაზში, სადაც გრძელდება პროცედურისა და კრიტერიუმების განხილვა. გთხოვთ, რომ გააგრძელოთ მუშაობა ჩემს გარეშე, როგორი რთულიც არ უნდა იყოს ეს. სხდომის წაყვანა არის ზვიად ძიძიგურის პრეროგატივა და ეს არაერთხელ გაგვიკეთებია" - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






