მან პლენარულ სხდომაზე "ნაციონალურ მოძრაობასა" და ლევან გოგიჩაიშვილს შორის ტოლობის ნიშანი დასვა:
„კონსენსუსი ლევან გოგიჩაიშვილსა და "ნაცმოძრაობას" შორის არის ძალიან ნიშანდობლივი... ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ არის კონკრეტული პოლიტიკური მოცემულობა. ეს კონსენსუსი ამ დარბაზში, რომელიც არის ჩამოყალიბებული უმრავლესობის რამდენიმე წევრს და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, მეტყველებს აბსოლუტურად ყველაფერზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ „საოცარი რამეები“ მოისმინა დღევანდელ სხდომაზე. კობახიძის თქმით, აღნიშნული კანონპროექტი ანტიკონსტიტუციურია.
„აქ საუბარია მარტივ რაღაცაზე, საფუძველი იმის, რომ ეს კანონპროექტი არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იყოს მხარდაჭერილი, არის ის, რომ კანონპროექტის ტექსტი პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის ტექსტს და ჩვენ თუ გვაქვს პრეტენზია რაღაცაზე, საქართველოს პარლამენტში, 98 წლის თავზე პირველი კონსტიტუციის მიღებიდან, უნდა გვქონდეს პრეტენზია, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ერუდიციაზე, კონსტიტუციის ტექსტის კითხვაზე და, შესაბამისად, ამ პირობებში, არის ამ კანონპროექტის მხარდაჭერა აბსოლუტურად დაუშვებელი,“ - განაცხადა კობახიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






