აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს
პოლიტიკა - 17:31, 21 Feb, 2019     800

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლი ვახტანგ ყოლბაია აფხაზეთის საზოგადოებას მიმართავს.

"გუშინ ძალიან მტკივნეული, შეიძლება ითქვას, ტრაგიკული მოვლენის მოწმე გავხდით. სამეგრელოსა და ოკუპირებული აფხაზეთის გამყოფ ხაზზე, ოტობაია-ორსანტიას ხიდთან სამგლოვიარო პროცესია გაიმართა. კადრებში კარგად ჩანს, როგორ ელოდება ზუგდიდის მხრიდან ათობით ადამიანი გალში გარდაცვლილი 53 წლის გოჩა ტუფურიას მისვენებას ოკუპირებული აფხაზეთის მხრიდან, რათა ნათესავებმა მისი დატირება შორიდან მაინც შეძლონ. ვინ არ იცის როგორ პატივს სცემენ საქართველოში გარდაცვლილი ადამიანისთვის წესის აგებას, უახლოესი ადამიანების, ახლობლების მიცვალებულთან გამოთხოვების წმიდათა წმინდა მოვალეობას და ტრადიციას. განა აფხაზებისთვის გარდაცვლილი ადამიანის დატირება, მისი სულის წინაშე მოწიწება უცხო იყო ოდესმე ან დღეს სხვაგვარად ხდება? ქართველი კაცი, ისევე როგორც აფხაზი, ხომ ყოველთვის დიდ პასუხისმგებლობას გრძნობდა, როგორც თვით გარდაცვლილის ხსოვნის, ისე, საზოგადოების წინაშე. მაშ რა მოხდა? როგორ უნდა ავხსნათ მსგავსი მოქმედება? მსოფლიო უნდა გავაკვირვოთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ ველური დამოკიდებულებით? ადამიანი მოკვდავია. სამწუხაროდ, ეს აქლემი ადრე თუ გვიან ყველას კართან დაიჩოქებს. არავინ იცის ხვალ ვის რა ელის. უფიქრია ვინმეს როგორ განიცდის ამას საკუთარი სახლიდან გამოძევებული დევნილი საზოგადოება? მიუხედავად კონფლიქტისა, აფხაზებთან შეთანხმებით, წლების მანძილზე ვახერხებდით, რომ ჩვენი მიცვალებულები აფხაზეთში გადაგვესვენებინა და საგვარეულო სასაფალოებსა და საძვალეებში დაგვეკრძალა. ეს არის ზნეობრივი კოდექსი, რომელსაც ორივე მხარე ვიცავდით. ის, რაც ჩვენ გუშინ ვნახეთ, გაუგონარი ამბავია და არც პირველი შემთხვევაა.

ნუ ავყვებით რუსულ გამოწვევას, რადგან მათ სურთ სამუდამოდ დატოვონ ჩვენ შორის ისეთი კვალი, რომლის გადალახვაც გაგვიჭირდება. ასეთ სათუთ საკითხებს აფხაზური საზოგადოება დამოუკიდებლად უნდა წყვეტდეს, რადგან ჩვენ საერთო წარსული გვაქვს და საკუთარი ადათ-წესებისადმი, პატივისცემა და მოწიწება გვახასიათებს. მითუმეტეს, როცა ეს გარდაცვლილ ადამიანს ეხება.

მოგიწოდებთ აფხაზეთში მცხოვრებ აფხაზ დედებსა და მამებს, მათ, ვინც ომში შვილები და ახლობლები დაკარგა. მოვიქცეთ ისე, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ადამიანურ, მორალურ კოდექსს, არც ერთ უმძიმეს ვითარებაშიც კი, არასოდეს აუკრძალავს ჭირისუფალთა და ახლობელთა გამოთხოვება მიცვალებულთან" - აღნიშნულია მიმართვაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42