პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენ იუსტიციის უმაღლესი საბჭო გვკარნახობს - ეკა ბესელია
პოლიტიკა - 14:19, 21 Feb, 2019     644
„ქართული ოცნების“ წევრი, ეკა ბესელია სასამართლო სისტემას აკრიტიკებს.

მისი თქმით, „სასამართლო არ არის კორპორაცია, სასამართლო არ არის საკუთარი შპს, რომელსაც ისე უნდა უყურო, რომ მასში არავინ ჩაიხედოს".

„ეს ინიციატივა, რომელსაც სწორედ ის განაცხადი აქვს, გადაიდგას ნაბიჯები, აღარ არის დრო დეკლარაციების, განცხადებების, რომ მივმართოთ კომისიებს, საერთაშორისო პარტნიორებს, ყველამ ყველაფერი გვითხრა უკვე. გვითხრეს, რაზეც გვინდოდა, რომ პასუხი მიგვეღო. გვითხრეს, რომ არის რეფორმების დრო, გვითხრეს, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ გამწესება. ეს ითქვა დახურულ შეხვედრაზეც, მეოთხე ეტაპის რეფორმაზე ვმუშაობდით და ჩვენმა ერთ-ერთმა სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელმა გააკეთა ეს განცხადება და მე მახსოვს, მაშინ პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა ამ იდეას და მანაც თქვა, რომ უნდა შეჩერდეს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნა. მაგრამ ეს არ შეისმინა საბჭომ, რომელსაც ეს ეხებოდა, იმიტომ, რომ მას აქვს თავისი ინტერესები, მას აქვს თავისი დღის წესრიგი და სასამართლო არ არის კორპორაცია, არ არის საკუთარი შპს, რომელსაც ისე უნდა უყურო, რომ მასში არავინ ჩაიხედოს ეს არის საქართველოს მართლმსაჯულება, რომელიც არის ყველასთვის...

პოლიტიკურ დღის წესრიგს ჩვენ საბჭო გვკარნახობს და მოსამართლეთა გარკვეული ჯგუფი, რაც მე მგონია, არის ძალიან სახიფათო, რაც საფრთხეს უქმნის სამართლიანობის იდეას და საფრთხეს უქმნის სასამართლო რეფორმას და საფრთხეს უქმნის მმართველ პარტიას, იმიტომ, რომ მისი ნდობის საკითხი დევს სასწორზე,“ - განაცხადა ბესელიამ.

ეკა ბესელიამ დეპუტატებთან საუბრისას ასევე განაცხადა, რომ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ სასამართლო სისტემაში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობდა. ბესელიას თქმით, ბოლო პერიოდში დარღვევები თვალსაჩინო გახდა, როდესაც მოსამართლეები უვადოდ მოსაცდელი ვადის დასრულებამდე განამწესეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42