მისი თქმით, ბოლო მოწვევის საპარლამენტო უმრავლესობის რიგებიდან სასამართლო რეფორმას ბევრი მოწანააღმდეგე ჰყავდა.
"ნახეთ პრაქტიკა, რა მოხდა 2018 წელს, რომ ყველა მოსამართლე, რომელიც უვადოდ დაინიშნა, დაინიშნა ისე რომ მან არ დაამთავრა გამოსაცდელი ვადა. პირველი პროტესტი მე მქონდა 2013 წელს. როდესაც ეს მოსამართლეები დაინიშნენ უვადოდ მაშინ დავსვი კითხვა, რისთვის ვაკეთებთ ამ რეფორმას? მაშინ საჯაროდ არ მისაუბრია ამ თემაზე საჯაროდ ვისაუბრე მას შემდეგ, რაც დავტოვე თანამდებობა. ყოველთვის მქონდა პროტესტი იმაზე, რაც მიმაჩნდა, რომ იყო არასწორი და რაც არასწორია და უნდა გვეყოს გამბედაობა შევცვალოთამიტომ ასახსნელი არავისთან არაა, რა პოზიცია გვქონდა ჩვენ ამ საკითხზე წინა მოწვევის პარლამენტში, მაგრამ ამის შემდეგი ნაბიჯები რაც უნდა გაგვეკეთებინა იყო ის, რაც 2017 წელს დავიწყე სასამართლოს რეფორმის მეოთხე ეტაპი და ყველა ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა იცის, ვის რა პოზიცია გვქონდა რეფორმის დროს, ვინ რას ვეწინააღმდეგებოდით, როგორც მოდიოდა "შპარგალკები" პარლამენტში, ვის რა სურვილები ჰქონდა და როგორ ხდება ამ წინააღმდეგობის გაწევა" - აღნიშნა ეკა ბესელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






