„ივანიშვილი ხაზარაძეს ანაკლიის პროექტიდანაც გააგდებს“ - ოთო კახიძე
პოლიტიკა - 13:54, 21 Feb, 2019     960

„ევროპული საქართველოს“ წევრი ოთარ კახიძე ამბობს, რომ ბიძინა ივანშვილი მამუკა ხაზარაძეს ანაკლიის პორტის პროექტიდანაც გააგდებს.

„ბიძინა ივანიშვილმა მამუკა ხაზარაძეს დაატოვებინა მის მიერ შექმნილი ბანკი, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე გაიყვანა და ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბიზნესად აქცია.

პროკურატურის განცხადება - ხაზარაძე ფულის გათეთრებაში ფიგურირებსო და ეროვნული ბანკისგან მისი გადადგომის მოთხოვნა უმძიმესი დარტყმა იყო თიბისისთვის - ბანკის აქციების ფასმა მკვეთრი კლება დაიწყო.

ლოგიკურია, რომ ორ მთავარ რეგულატორთან დავის გაგრძელების შემთხვევაში ზიანი კიდევ უფრო გაიზრდებოდა, შესაბამისად, ხაზარაძის გადაწყვეტილება ბანკის ინტერესებიდან გამომდინარე ალბათ მაინც სწორი იყო.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმიც განწირულად მოსჩანს ამ სიტუაციაში. მარტივია - რომელი ინვესტორი ჩადებს ფულს (საუბარია ათეულობით და ასეულობით მილიონზე) პროექტში, რომლის ხელმძღვანელსაც პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება? არავინ.

შესაბამისად, ივანიშვილი ხაზარაძეს პორტის პროექტიდანაც გააგდებს. სავარაუდოდ წელს ზაფხულში მორჩება ეგ ამბავი. მიზეზი იქნება ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობა.

მთავარი დასკვნები, რომელიც ცხადად გამომდინარეობს აქედან:

- სახელმწიფო ინსტიტუტები პრაქტიკულად არ გვაქვს;
- ივანიშვილი არის უაღრესად საშიში ჩვენი ქვეყნისთვის და მისი თითოეული მოქალაქისთვის.

ამიტომ, თუ გვინდა, რომ გვქონდეს სახელმწიფო და არა ოლიგარქის ბაღჩა-ბოსტანი, ჩვენი მოქალაქეობრივი ვალია, ივანიშვილი გავისტუმროთ ხელისუფლებიდან, რაც შეიძლება სწრაფად და უმტკივნეულოდ,“ - წერს კახიძე სოციალურ ქსელშ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42