სააგენტოს ანალიტიკოსებმა შეაფასეს ასეთი კალათის ღირებულების და ქვეყანაში არსებული ყოველკვირეული ხელფასის თანაფარდობა. ამასთან სააგენტო აღნიშნავს, რომ ეს მაჩვენებელი მხოლოდ ეკონომიკური ინდიკატორია და არა მორალური ან სამართლებრივი შეფასება.
იმ ქვეყნებს შორის რომელშიც ნარკოტიკები ყველაზე ძვირია და მასზე ყოველკვირეული ხელფასზე მეტი ან მისი დიდი ნაწილი იხარჯება მოხვდნენ: ავსტრალია (1,263$) , ახალი ზელანდია (1,075$), აშშ (846$), ტაილანდი (808$), სომხეთი (770$), იაპონია (735$), მოდლოვა (573$), საქართველო (536$), საუდის არაბეთი (535$), სინგაპური (475$).
რაც შეეხება ნარკოტიკების ხელმისაწვდომობის რეიტინგს, „მავნე ჩვევის სამომხმარებლო კალათის“ მიხედვით, ყველაზე ხელმისაწვდომი ნარკოტიკები ლუქსემბურგშია „კალათის“ ფასი 197$-ია და ის კვირის შემოსავლის 9%-ია, მეროე ადგილზეა ნიდერლანდები, მესამეზე ურუგვაი, შემდეგ მოდის კოსტა-რიკა, ჩილე, ნორვეგია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, ისლანდია. ხელმისაწვდომობის ორმოცდაათეულში საქართველო არ არის.
მასალის გამოყენების პირობები






