"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი "თიბისი ბანკიდან" მამუკა ხაზარაძის წავსლას ექსპრემიერის ინტერესებს უკავშირებს და ამბობს, რომ "ეს ძალიან სამწუხარო პრეცენდენტი" ქვეყნის ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება.
"ბიძინა ივანიშვილმა, პრაქტიკულად, მოსპო იმის ნიშან-წყალიც კი, რაც შეიძლება ყოფილიყო დამოუკიდებელი სასამართლოსთვის, ახლა ამ საქმეში ჩართო ეროვნული ბანკი და სწორედ ასეთ გარემოში, ხელების გადაგრეხვით, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელი და ერთ-ერთი აქციონერი აიძულეს, წასულიყო ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან. ეს არის ძალინ ცუდი პრეცენდენტი. ამის შედეგები, ძალიან ღრმა და ხანგრძლივი იქნება ქვეყანაში ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით.
აქამდეც ვიცოდით, რომ ბიძინა ივანიშვილი სპობდა ყველა დამოუკიდებელ წერტილს, რაც კი მის ნება-სურვილს არ ემორჩილებოდა, იქნებოდა ეს პოლიტიკური ოპოზიცია, თავისუფალი მედია, არასამთავრობო სექტორი და სხვა.
მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ წამოწყებული საქმე არის ამის ძალიან ცალსახა მაგალითი - არც ბიზნესი დარჩა ბიძინა ივანიშვილის შეტევის გარეშე. არათუ მსხვილი ინვესტორები, არამედ, ადგილობრივი მეწარმეებიც კი როგორ წამოიწყებენ ან გააფართოებენ ბიზნესს, როგორ შექმნიან სამუშაო ადგილებს, როგორ გააკეთებენ ინვესტირებას, როდესაც მათ იციან, რომ თუ ერთ დღეს მოინდომა ბიძინა ივანიშვილმა, ისინი შეიძლება აღმოჩდნენ საკუთარი ბიზნესის მიღმა, ბიზნესის, რომელშიც მთელი წლები აქვთ ჩადებული, რაც ხაზარაძის შემთხვევაში იყო.
კიდევ ერთხელ ვამბობ: ეს ძალიან ცუდი პრეცენდენტია, რომელიც შედეგს გამოიღებს, ჯამში, არის ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის ძალიან ცუდი და ჩვენი ქვეყნის დაბალი ეკონომიკური განვითარება პირდაპირ აისახება მოქალაქეების ჯიბეზე"- აღნიშნა ჭიაბერაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






